19:32 | 2020-08-31 ავტორი: Prime Time

ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ათასამდე მოქალაქეს გორის სამხედრო ჰოსპიტლის მიმართ სამედიცინო დავალიანება ჩამოეწერება

ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ათასამდე მოქალაქეს გორის სამხედრო ჰოსპიტლის მიმართ სამედიცინო დავალიანება ჩამოეწერება

თავდაცვის მინისტრის ინიციატივით, სამხედრო ჰოსპიტალის მიმართ მოქალაქეებს, რომლებსაც ხანდაზმული დავალიანება (სამი და მეტი წელი) გააჩნიათ 1 მილიონ 600 ათასი ლარი ჩამოეწერებათ. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცის სამინისტრო ავრცელებს.

 

უწყების ცნობით, ასეთი მოქალაქეების რაოდენობა 1000-მდე ადამიანს შეადგენს.

 

„სამხედრო ჰოსპიტალი უფასო სამედიცინო მომსახურებას უწევს სამხედრო მოსამსახურეებს, ხოლო მოქალაქეებს ჰოსპიტალი დაფუძნების დღიდან ფასიან სამედიცინო სერვისს სთავაზობს.

 

სამხედრო ჰოსპიტალი აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით და გააჩნია მომსახურების მაღალი ხარისხი, შესაბამისად, მოქალაქეები ჰოსპიტალს სამედიცინო მომსახურებისთვის ხშირად მიმართავენ.

 

ცხადია, აღნიშნული მომსახურება გარკვეულ ფინანსურ უზრუნველყოფას მოითხოვს და ჰოსპიტალი შემოსავლებს პაციენტებისაგან იღებს.

 

ჰოსპიტალის მიმართ ჯერ კიდევ 2009 წლიდან მოქალაქეების გარკვეულ რაოდენობას, რომლებსაც ჰოსპიტალის მომსახურება აქვთ მიღებული დავალიანება ჩამოეწერებათ“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები