21:20 | 2021-02-25 ავტორი: თამარ გონგაძე

“ღამე გიორგისგან მივიღე მესიჯი – “დე, როგორმე უნდა გადავიტანოთ” – თამუნა გლურჯიძე, ანიტა ფაცაციას ბებია

“ღამე გიორგისგან მივიღე მესიჯი – “დე, როგორმე უნდა გადავიტანოთ” – თამუნა გლურჯიძე, ანიტა ფაცაციას ბებია

სამშობლოდან გულის გადასანერგად ინდოეთამდე ჩასული პატარა და საყვარელი ანიტა ფაცაცია, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა, კარგად გახსოვთ. პატარას წლისთავზე ბებიამ, თამუნა გლურჯიძემ, ანიტას გარდაცვალების შემდეგ დაწერილი ლექსების კრებული გამოუშვა, რომლის დიდი ნაწილი, სასაჩუქრედ, პრეზიდენტის რეციდენციამ შეისყიდა.

 

თამუნა სოციალურ ქსელში იხსენებს, თუ როგორ შეატყობინა შვილმა ანიტას გარდაცვალების უმძიმესი ამბავი…

 

თამუნა გლურჯიძე: – 31 იანვარს 0:05-ზე გიოსგან მივიღე მესიჯი, ვაკოპირებ:

 

“დე, გთხოვთ არ ინერვიულოთ. ვეღარ გაუძლო ანიტამ… ანიტა აღარ გვყავს… როგორმე უნდა გადავიტანოთ…”

 

სულ მარტო ვიყავი მთელი ღამე ოთახში. ახლობლები, ვინც ფეისბუქიდან გაიგო, მირეკავდნენ გამოვალთო. არავინ გავიკარე. დედაჩემს უკვე ეძინა და მინდოდა ეს ბოლო ღამე მაინც არ ჩამემწარებინა მისთვის. მას ხომ ეგონა, რომ ანიტა ჩვენთან იყო. დილით ჯერ მე ვეტყვი და მერე მოდით-მეთქი, ყველას ასე ვპასუხობდი. გაგრძელება…

 

ავტორი: თამარ გონგაძე


X