18:01 | 2020-03-16 ავტორი: ანეტი მიქელაძე

გერმანული მედია: აშშ ცდილობს ექსკლუზიური წვდომა მიიღოს ვაქცინაზე, რომელიც გერმანიაში მზადდება

დონალდ ტრამპი ცდილობდა, რომ აშშ-ში გადმოეყვანა გერმანული კომპანია CureVac-ი, რომელიც კორონავირუსისგან ექსპერიმენტულ ვაქცინას ამზადებს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Welt am Sonntag-ი გერმანიის სახელისუფლებო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. CureVac-ის მიმართ ამერიკის ინტერესს ადასტურებს სააგენტო Reuters-ის წყაროც.

 

Welt am Sonntag-ის ცნობით, მარტის დასაწყისში, თეთრ სახლში ვიზიტის დროს, ტრამპი CureVac-ის ხელმძღვანელობას მილიარდ დოლარს სთავაზობდა. ამის სანაცვლოდ, CureVac-ს თითქოს უნდა გადაეტანა თავისი კვლვევები აშშ-ში ან ამერიკის ხელისუფლებისთვის ექსკლუზიური წვდომა მიეცა ვაქცინაზე. გამოცემა Welt am Sonntag-ის ცნობით, კომპანიას გერანიის ხელისუფლებამაც ფინანსურ დახმარება შესთავაზა.

 

CureVac-ში აცხადებენ, რომ „კომპანიის ყიდვასთან დაკავშირებით“ ჭორები სიმართლეს არ შეესაბამება და ვაქცინის წარმატებით შექნის შემთხვევაში, მასზე წვდომა ექნება ყველა ქვეყანას მსოფლიოში. გერმანიის ენერგეტიკისა და ეკონომიკის მინისტრი პეტერ ალტაიერი მიესალმა CureVac-ის განცხადებას ტელეეთერის დროს და განაცხადა, რომ „გერმანია არ იყიდება“.

 

The New York Times-სთან საუბრის დროს, ორმა ამერიკელმა ჩინოსანმა ტრამპის მიერ ვაქცინაზე ექსკლუზიური უფლების შეძენის სურვილს გადაჭარბებული უწოდა. ერთ-ერთის თქმით, თეთრმა სახლმა მოლაპარაკებები გამართა 25-ზე მეტ კომპანიასთან, რომლებმაც განაცხადეს, რომ ვაქცინას დაამზადებენ. თუ ეს აშშ-ში შეიქმნება, ჩინოსნების თქმით, ამერიკა აუცილებლად გადასცემს ვაქცინას სხვა ქვეყნებს.

 

CureVac – კერძო ბიოფარმაცევტული კომპანიაა, რომლის შტაბი გერმანიის ქალაქ ტიუბინგენში მდებარეობს. კომპანიის თქმით, მათი ვაქცინა ადამიანებზე ტესტირებისთვის 2020 წლის ზაფხულისთვის მზად იქნება.

ავტორი: ანეტი მიქელაძე

დატოვე კომენტარი