13:09 | 2021-10-21 ავტორი: Prime Time

გერმანიის ელჩის მოადგილემ ქართველ პარტნიორებს მაღალპროფესიული და შესანიშნავი მომზადებისთვის საქართველოს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე მადლობა გადაუხადა

გერმანიის ელჩის მოადგილემ ქართველ პარტნიორებს მაღალპროფესიული და შესანიშნავი მომზადებისთვის საქართველოს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე მადლობა გადაუხადა

მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ქართველ პარტნიორებს არაჩვეულებრივი  მაღალპროფესიული და შესანიშნავი მომზადებისთვის, – ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩის მოადგილემ ტანია ჰუტმა დღეს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი შედეგებია მიღწეული ტრანსნაციონალური საერთაშორისო კრიმინალური ბანდებისა და დაჯგუფებების დასაკავებლად და გასული დღეების განმავლობაში ჩატარებულმა წარმატებულმა სპეცოპერაციამ საქართველოსა და გერმანიის სამართალდამცავი ორგანოების მონაწილეობით ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა, რაც ელჩის მოადგილის განცხადებით, ორი ქვეყნის წარმატებული თანამშრომლობის კიდევ ერთი შედეგია.

 

როგორც გენერალურ პროკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პოლიციის სხვადასხვა დანაყოფებისა და საქართველოს პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ერთობლივად განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი ჯგუფის შვიდი წევრი დააკავეს.

 

ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები:

 

„მე და შენ დიალოგი ვერ გვექნება და შეწყვიტე რეკვა“ – მარიამ კუკუნაშვილი და ალექსანდრა პაიჭაძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ;

 

ფანტომასვით მწვანილის გადასაზიდი ყუთით შემოსული ახლა ფაფაზე ამბობს უარს – ნათია ფანჯიკიძე მიხეილ სააკაშვილზე;

 

ჩვენი ხუთი შვილი დედის საფლავზე მიყვანას მთხოვს” – კორონავირუსით გარდაცვლილი ქალის მეუღლე დახმარებას ითხოვს;

 

რა კავშირი აქვს შორენა ბეგაშვილის ყოფილ ბოიფრენდს თბილისში ახალგაზრდა ქალის მკვლელობასთან;

 

რომელ მსახიობ ქალთან ჰქონდა ურთიერთობა პირველ ქართველ ტრანსგენდერ კაცს – „ფარული კონვერტის“ ანონსმა საზოგადოება აალაპარაკა;

 

ძალადობის ბრალდება, ცოლის იუბილე ესპანეთში და ორსული შეყვარებული – დავით კოდუას სასიყვარულო სამკუთხედი.

ავტორი: Prime Time

X