13:02 | 2020-03-13 ავტორი: თეონა აბესაძე

გერმანიიდან და იტალიიდან ჩამოსული მოქალაქეები კარანტინისთვის აბასთუმანში გადაიყვანეს

გერმანიიდან და იტალიიდან ჩამოსული მოქალაქეები კარანტინისთვის აბასთუმანში გადაიყვანეს

აბასთუმანში მოწყობილ საკარანტინე სივრცეში ოთხი პირი შეიყვანეს. ოთხივე მათგანი საქართველოს მოქალაქეა. ფილტვის ცენტრში ამბობენ, რომ ორი გერმანიიდან, ორი კი სარფის გავლით იტალიიდან შემოვიდა. იზოლაციაში მყოფი ყველა პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

 

„გუშინ, 12 მარტს ჩვენთან 13 პირი რჩებოდა. საღამოს ოთხი მოიყვანეს. კიდევ ველოდებოდით, ვიცოდით რომ რეისი მოფრინავდა, თუმცა ჯერ არავინ გამოუშვიათ. თუმცა შესაძლოა, დღის განმავლობაში დაგვემატონ. დღეს სავარაუდოდ, 2-3 პირის გაწერა გვიწევს, თბილისიდან ველით პასუხს“, – გვითხრა კლინიკურმა მენეჯერმა კახა ბერიძემ.

 

ამ ეტაპზე, აბასთუმნის ფილტვის ცენტრში კარანტინს 17 პირი გადის.

 

ავტორი: რუსკა გვარამაძე

ავტორი: თეონა აბესაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები