18:14 | 2020-09-17 ავტორი: ირაკლი გოგვაძე

გერმანიაში საფეხბურთო კლუბმა სოციალური დისტანციის დაცვის გამო 37:0 წააგო

გერმანიაში საფეხბურთო კლუბმა სოციალური დისტანციის დაცვის გამო 37:0 წააგო

გერმანიაში სამოყვარულო ლიგის საფეხბურთო ჩემპიონატში კურიოზული შემთხვევა მოხდა.

 

მსოფლიოს ყველაზე მაღარშემოსავლიანი ფეხბურთელების ათეული - Forbes-ის სია
2020-09-15მსოფლიოს ყველაზე მაღარშემოსავლიანი ფეხბურთელების ათეული - Forbes-ის სია

 

ტურნირის ერთ-ერთ მატჩში „რიპდორფ/მოლზენ II“ „ჰოლდენშტედტ II“-ს სოციალური დისტანციის დაცვით ეთამაშა, რის გამოც კურიოზული ანგარიშით, 37:0 დამარცხდა. ინფორმაციას Goal.com ავრცელებს.

 

მიზეზი მეტოქე გუნდის ფეხბურთელების კორონავირუსით ინფიცირებულთან კონტაქტი გახდა. „რიპდორფ/მოლზენ II“-ის ფეხბურთელები მატჩის გადადებას ითხოვდნენ, თუმცა სამოყვარულო ლიგის ხელმძღვანელებმა მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს.

 

„ჰოლდენშტედტის“ მესვეურებმა განმარტეს, რომ ინფიცირებულთან ახლო კონტაქტში მყოფი ფეხბურთელები თვითიზოლაციაში იყვნენ გადასულები, დანარჩენ ფეხბურთელებს კი ტესტირება ჩაუტარდათ, რამაც ვირუსზე ნეგატიური პასუხი აჩვენა.

 

 

ავტორი: ირაკლი გოგვაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X