13:54 | 2020-06-01 ავტორი: Prime Time

გერმანიაში ქართველი მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს – ვინ არის ის?

გერმანიაში ქართველი მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს – ვინ არის ის?

გერმანიაში დროებით საცხოვრებელ სახლში ქართველი მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს.

 

ის 47 წლის „კანონიერი ქურდი“ ვახტან ჯავახაძე აღმოჩნდა.

 

 

ჯავახაძე წარმოშობით ქუთაისიდან გახლდათ. მას კრიმინალურ წრეებში „ყურშას“ მეტსახელით იცნობენ.

 

გარდაცვალების მიზეზად ნარკოტიკების ზედოზირებით გამოწვეული გულის უკმარისობა სახელდება.

 

ჯავახაძეს რამდენიმე წლის წინ მეუღლე გარდაეცვალა და როგორც მისი ახლობლები ამბობენ, მას შემდეგ რთულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

 

„კანონიერი ქურდი“ ბოლო ხანს ნარკოტიკებს აქტიურად მოიხმარდა.

 

 

თბილისელი „კანონიერი ქურდის“ ცოლმა გვარი „კორლეონედ“ გადაიკეთა
2020-04-16თბილისელი „კანონიერი ქურდის“ ცოლმა გვარი „კორლეონედ“ გადაიკეთა

 

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X