09:48 | 2020-01-28 ავტორი: Prime Time

გერმანიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა გერმანიაშიც დადასტურდა. ამის შესახებ Deutsche Welle-ი წერს.

 

ექიმების განცხადებით, ამ მომენტისთვის პაციენტი იზოლირებულია და გაფრთხილებულია ყველა ის ადამიანი, ვისაც დაინფიცირებულთან ახლო კონტაქტი ჰქონდა.

 

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 100-ს გადააჭარბა, ინფიცირებული კი, 4500-ზე მეტი ადამიანია.

 

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ავტორი: Prime Time

დატოვე კომენტარი