fbpx
00:21 | 2020-10-29 ავტორი: თამთა თორდია

გერმანიაში და საფრანგეთში საყოველთაო კარანტინი ცხადდება 

გერმანიაში და საფრანგეთში საყოველთაო კარანტინი ცხადდება 

კორონავირუსის პანდემიის გამო გერმანიასა და საფრანგეთში მკაცრი კარანტინი ცხადდება.

 

გერმანიში 2 ნოემბრიდან კარანტინს შემოიღებენ, რომელიც თვის ბოლომდე გაგრძელდება. ამის შესახებ კანცლერმა ანგელა მერკელმა ფედერალური მიწების ხელმძღვანელებთან ონლაინ-შეხვედრის დროს განაცხადა.

 

„ჩვენ გვჭირდება, რომ 2 ნოემბრიდან მოვიკრიბოთ საერთონაციონალური ძალები. ეს გაგრძელდება ნოემბრის ბოლომდე“ – განაცხადა მერკელმა და განმარტა, რომ ეს კეთდება იმისთვის, რათა დეკემბერში ისევ გახდეს შესაძლებელი სოციალური ცხოვრების დაბრუნება.

 

ხოლო საფრანგეთში 30 ოქტომბრიდან გამოცხადდება კარანტინი.

 

„მივიღე გადაწყვეტილება, რომ პარასკევიდან ამოქმედდეს თვითიზოლაციის რეჟიმი, რომელმაც ვირუსი შეაჩერა“ – თქვა მაკრონმა და განმარტა, რომ კარანტინი იმოქმედებს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე და ის 1 დეკემბრამდე გაგრძელდება.

 

2 ნოემბრიდან გერმანიაში კარანტინი ცხადდება

საფრანგეთში პირველ დეკემბრამდე საყოველთაო კარანტინი ცხადდება

ავტორი: თამთა თორდია

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X