00:47 | 2021-10-13 ავტორი: Prime Time

გერმანია ცხოვრობს ისე, როგორც ეს იყო პანდემიამდე, მოხდა საყოველთაო ვაქცინაცია – ოთო აბესაძე

გერმანია ცხოვრობს ისე, როგორც ეს იყო პანდემიამდე, მოხდა საყოველთაო ვაქცინაცია – ოთო აბესაძე

თბილისის მერიის ყოფილი მაღალჩინოსანი, ამჟამად ეკონომიკის დოქტორი და პროფესორი ოთო აბესაძე გერმანიაში საქმიანი ვიზიტით იმყოფება. ის სოციალურ ქსელში ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე საუბრობს, რომელიც ვაქცინაციის შედეგად მიიღეს.

 

„ძალიან მარტივად აგიხსნით, გერმანია ცხოვრობს აბსოლუტურად ისე, როგორც ეს იყო პანდემიამდე. არანაირი ტვინდემია, დაბლდემია და პანდემია აქ არ არის.

 

მოხდა საყოველთაო ვაქცინაცია და რესტორნებში, სკოლებში, უნივერსიტეტებში, ავტობუსებში, მატარებლებში და ა.შ ხალხი პირბადის გარეშე ზის გვერდიგვერდ და ცხოვრობენ მშვიდად.

 

4 ლექცია/სემინარი ჩავატარე უკვე გორლიცის უნივერსიტეტში (სავსე აუდიტორიებში), ხალხი ჩვეულებრივად ართმევს ერთმანეთს ხელს და არის ჩვეულებრივი ცხოვრება.

 

უნივერსიტეტის უზარმაზარ კაფეტერიაში სადაც 500 ზე მეტი ადამიანი ეტევა, გამოტოვებული ადგილებიც კი აღარ არის. ტერმინი ტვინდემია რომ ვახსენე, სასაცილოდაც არ ეყოთ. მეგობრებო, გამოსავალი არის ერთადერთი, უბრალოდ აიცერით“, – წერს აბესაძე.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X