16:43 | 2020-07-01 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

გენდერული კვოტის ნაცვლად პარლამენტში მოსახვედრად ფსიქიატრის ცნობას მოვითხოვდი – თორნიკე შარაშენიძე

გენდერული კვოტის ნაცვლად პარლამენტში მოსახვედრად ფსიქიატრის ცნობას მოვითხოვდი – თორნიკე შარაშენიძე

პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე „საარჩევნო კოდექსში“ გენდერულ კვოტირებასთან დაკავშირებულ საკითხს გამოეხმაურა.

 

ეს დეპუტატთა არჩევნებია, თუ სასქესო ორგანოების არჩევნები? - ნათელაშვილი „საარჩევნო კოდექსში“ გენდერულ კვოტირებაზე
2020-07-01ეს დეპუტატთა არჩევნებია, თუ სასქესო ორგანოების არჩევნები? - ნათელაშვილი „საარჩევნო კოდექსში“ გენდერულ კვოტირებაზე

 

„გენდერული კვოტის ნაცვლად პარლამენტში მოსახვედრად ფსიქიატრის ცნობას მოვითხოვდი“, – წერს ის სოციალურ ქსელში.

 

ცნობისთვის, საარჩევნო კოდექსის პროექტის მიხედვით, პარტია, რომელსაც სიაში ყოველ ოთხეულში ერთი კანდიდატი მაინც არ ეყოლება განსხვავებული სქესის წარმომადგენელი, ვერ დარეგისტრირდება.

 

უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის თქმით, უმრავლესობაში არ არსებობს განსხვავებული აზრი ქალთა კვოტირების საკითხთან დაკავშირებით.

 

საარჩევნო პროექტის კოდექსი გააპროტესტა შალვა ნათელაშვილმა და ამ საკითხზე სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.

 

მისი შეფასებით, ის რაც წარმოადგინა ივანიშვილმა ქალთა ქვოტირებაზე არის წარმოუდგენელი შეურაცხოფა, დისკრედიტაცია და სეგრეგაცია იმ ქვეყნის საქალეთისა, სადაც მეთორმეტე საუკუნეში ქალი გახლდათ სახელმწიფოს მეთაური.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენატარი - +

X