fbpx
16:34 | 2020-09-25 ავტორი: Prime Time

„გემო და ყნოსვა დამიბრუნდა… როგორ მომნატრებია შოკოლადი“- თეონა ცხომელიძე

„გემო და ყნოსვა დამიბრუნდა… როგორ მომნატრებია შოკოლადი“- თეონა ცხომელიძე

რატომ არ აქვს უფლება ჩემნაირ ადამიანს სახლში დაელოდოს სრულ განკურნებას, სამარტოო საკანში ყოფნა უკიდურესად რთულია, – ამ შინაარსის პოსტს კოვიდინფიცირებული ჟურნალისტი, თეონა ცხომელიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

„მიუხედავად იმისა რომ 6 დღეა აქ ვარ, ტანსაცმელი კარადაში დღეს შევალაგე. აქამდე ჩანთაში მედო, ვითომ აი რა აზრი აქვს მალე წავალ… არ წავალ მალე. შეიძლება ვირუსი კიდევ დიდ ხანს იყოს ორგანიზმში, სუსტად და არ მესმის, რატომ არ აქვს უფლება ჩემნაირ ადამიანს სახლში დაელოდოს სრულ განკურნებას. ამ სამარტოო საკანში ყოფნა არის უკიდურესად რთული, აუტანელი.

 

კარზე დამიკაკუნეს, შეფუთული ცქრიალა გოგო დამხვდა, სასტუმროს თანამშრომელი. ვნახე სტატუსი, რომ მოწყენილი ხართ და ამოვედი ცოტა ვისაუბროთ, არ ხართ მარტოო. მართლა მომიყვა აქაური ამბები. 5 წუთი ვიდექით, მაგრამ მთელი დღე გამყვა… ისედაც ამდენ საქმეში რომ არის გაქაფული და გადაიფუთა ჩემს გამო, ამოვიდა სალაპარაკოდ.

 

მაინც უნდა ავიცრათ! - ბიძინა კულუმბეგოვი
2020-09-25მაინც უნდა ავიცრათ! - ბიძინა კულუმბეგოვი

 

აქ არავის ვიცნობ, ნინოს გარდა. ისიც ისევ კოვიდ დადებითია და ამავე სართულზეა. აივნიდან ზოგჯერ ვხედავთ ერთმანეთს. გუშინ მზე რომ კარგად აცხუნებდა, გვერდით კოვიდინფიცირებული გოგო ფანჯრის რაფაზე იწვა და ირუჯებოდა, შემშურდა. რუჯის არა, ხასიათის. იცოდით, რომ ერთ ოთახში დღეში 2 კმ-ის გავლაა შესაძლებელი?

 

გემო და ყნოსვა დამიბრუნდა, როგორ მომნატრებია შოკოლადი.

 

ზოგჯერ დიმოს ვამეცადინებ ხოლმე ონლაინ, ონლაინ გაკვეთილების შემდეგ – რა სიგიჟეა! სიგიჟეზე გამახსენდა, დღეს რადიოში გადაცემას წავიყვან, არჩევნებზე, პოლიტიკასა და ეკონომიკაზე ვისაუბრებთ… მომისმინეთ „ფორტუნაზე“, – წერსცხომელიძე.

 

შეგახსენებთ, „რუსთავი 2-ის“ ეთერში, 4 სექტემბერს, გადაცემაში ინფიცირებული თაკო ჩარკვიანი იმყოფებოდა, რომელსაც თეონა ცხომელიძესთან ჰქონდა შეხება.

 

ჟურნალისტს 11 სექტემბერს PCR ტესტით ვირუსი დაუდასტურდა. რის შემდეგად, ტელეკომპანიის ყველა იმ თანამშრომელს ჩაუტარდა ტესტი, რომლებსაც ცხომელიძესთან შეხება ჰქონდა, თუმცა მათ ვირუსი არ დაუდასტურდათ.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

X