20:57 | 2020-06-29 ავტორი: თეონა აბესაძე

გელათის საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტყიბულის მერი გაეცნო

გელათის საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტყიბულის მერი გაეცნო

გელათის საბავშვო ბაღში მიმდინარე მასშტაბურ სარეაბილიტაციო სამუშაოებზე მონიტორინგი ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა თემურ ჩუბინიძემ განახორციელა.

 

პროექტის ფარგლებში განსაზღვრულია ორ ჯგუფზე გათვლილი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობა, რომლისთვისაც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 298 420 ლარი იხარჯება.

 

აღსანიშნავია, რომ გელათის ბაღი ამორტიზებული და საგანმანათლებლო პროცესის წარმართვისთვის გამოუსადეგარი იყო. მისი რეაბილიტაცია გასულ წელს დაიწყო – შეიცვალა სახურავი, იატაკი და ყველა საჭირო კომუნიკაცია , მოეწყო სველი წერტილები, ამჟამად მიმდინარეობს გარე ფასადის მოწესრიგება და ეზოს შეღობვა.

 

განახლებული ბაგა-ბაღი ფუნქციონირებას სექტემბრიდან განაახლებს.

სამგორის რაიონში წლის ბოლოს ახალი ბაღი გაიხსნება
2020-06-29სამგორის რაიონში წლის ბოლოს ახალი ბაღი გაიხსნება

გელათის ბაღის რებილიტაციის პარალელურად, მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით მიმდინარეობს მე-4 საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა, რომლის ღირებულება 739 200 ლარს შეადგენს, ხოლო ქალაქის მე-2 საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის პრეოქტს რგფ აფინანსებს.

 

ახლი სასწავლო წლისთვის ბაღები სრულად იქნება გაზიფიცირებული, წყალმომარაგებითა და ელექტოენერგიით უზრუნველყოფილი, ასევე განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთათვის ადაპტირებული.

 

ავტორი: თეონა აბესაძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X