12:59 | 2020-07-25 ავტორი: Prime Time

გავრცელებული ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილს ანაბარზე 75 ათასი ლარი ჰქონდა

გავრცელებული ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილს ანაბარზე 75 ათასი ლარი ჰქონდა

თამარ ბაჩალიაშვილს ანაბარზე 75 ათასი ლარი ჰქონდა – ამის შესახებ ინფორმაციას „ქრონიკა“ ავრცელებს.

 

თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი 5 დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, საკუთარ ავტომობილში იპოვეს. აღნიშნულ ავტომობილში საგამოძიებო სამუშაოებისას აღმოჩენილია წერილი წარწერით „ანაბარზე თანხაა გამოიყენეთ”. წერილის ნამდვილობის დასადგენად, კალიგრაფიული ექსპერტიზა მიმდინარეობს.

 

გარდაცვლილ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს დღეს დაკრძალავენ.

 

5-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, 23 წლის ანა ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

 

გოგონას სიკვდილის სავარაუდო მიზეზად თვითმკვლელობა სახელდება, რომელსაც ოჯახი კატეგორიულად ეწინააღმდეგება. თამარ ბაჩალიაშვილის მამას დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს, რაც იმას ნიშნავს რომ ადვოკატთან ერთად, საქმის მასალების გაცნობას შეძლებს.

 

ასევე ცნობილია, რომ ბაჩალიაშვილის ავტომობილში ექსპერტ-კრიმინალისტებმა გარკვეული სახის მედიკამენტები და წერილი იპოვეს.

 

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X