00:37 | 2021-09-26 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

„გავრილოვის შემოსვლა, მისი სავარძელში ჩაჯდომა, მასთან ერთად ქეიფი და ბაკლების მიჭახუნება რომ შეცდომა იყო, ამაზე ვდავობთ?“ -გიორგი გახარია

„გავრილოვის შემოსვლა, მისი სავარძელში ჩაჯდომა, მასთან ერთად ქეიფი და ბაკლების მიჭახუნება რომ შეცდომა იყო, ამაზე ვდავობთ?“ -გიორგი გახარია

„ჩვენ გამოვთქვით აზრი, რომ ამ კაცის(გავრილოვის) შემოშვება იწვევდა მაღალ რისკებს, ვსიო, ეს იყო ჩვენი პოზიცია… როგორც კი ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული და ეს კაცი იქნა შემოშვებული, ეს პოლიტიკური გუნდის პასუხისმგებლობაა და ამ პოლიტიკური გუნდის ნაწილი ვიყავი მეც.“ – ამის შესახებ გიორგი გახარიამ ერთ-ერთ გადაცემაში განაცხადა.

 

ყოფილი შინგან საქმეთა მინისტრისა და ექსპრემიერის თქმით, ღონისძიების გამართვაზე გადაწყვეტილება პოლიტიკურმა ისთაბლიშმენთმა მიიღო და მათი, ანუ შსს-ს ამოცანა იყო შესრულება, რაც გააკეთეს კიდეც.

 

„გავრილოვის შემოსვლა, მისი სავარძელში ჩაჯდომა, მასთან ერთად ქეიფი და ბაკლების მიჭახუნება რომ შეცდომა იყო, ამაზე ვდავობთ? შსს-სთვის ეს იყო მხოლოდ ტექნიკური საკითხი, გავრილოვის შემოშვება – არ შემოშვება და ამ ღონისძიების ჩატარება იყო თავიდან ბოლომდე ტექნიკური საკითხი. მე მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრი ვიყავი, პოლიტიკურმა ისთაბლიშმენთმა მიიღო ეს გადაწყვეტილება, ჩვენი ამოცანა იყო ამ გადაწყვეტილების შესრულება და შევასრულეთ.

 

შეცდომა რა იყო იცი? შეცდომა იყო ამ ღონისძების ორგანიზება, შეცდომა იყო ამ ღონისძიების საქართველოში ჩატარება, შეცდომა იყო ამ ღონისძიების პარლამენტის ჩატარება, რასაც მოყვა ყველაფერი ის, რაც მოყვა და ამის გამო პოლიტიკური ფასი გადაიხადა ყველამ, საბოლოო ჯამში, ქვეყანამ.“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X

error: Content is protected !!