19:51 | 2020-06-20 ავტორი: თამარ ბუჩუკური

გავრილოვის ღამის ქრონიკა – 20 ივნისის ქრონოლოგია

გავრილოვის ღამის ქრონიკა – 20 ივნისის ქრონოლოგია

გავრილოვის ღამე“ – ეს სახელწოდება 2019 წლის 20-21 ივნისის ღამით, პარლამენტის წინ საპროტესტო აქციის დროს განვითარებულ მოვლენებს ეწოდა.

 

თბილისში საყოველთაო პროტესტი რუსი დეპუტატის ვიზიტს მოჰყვა, რომელიც ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო ორგანოში დაიწყო.

 

20 ივნისი, დილა, საქართველოს პარლამენტი

 

 

საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის რიგით 26-ე სესია დაიწყო.

 

რუსეთის დუმის დეპუტატი, სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში მოთავსდა და სესიის მონაწილეებს სპიკერის ადგილიდან რუსულად მიმართა.

 

 

გავრილოვის პარლამენტში გამოსვლა პირველად ხმაურით ოპოზიციის წარმომადგენლებმა გააპროტესტეს.

 

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სხდოამზე გამოცხადდა შესვენება.

 

გავრილოვს საქართველოს პარალმენტის თავმჯდომარის სავარძელში დაბრუნების უფლება აღარ მისცეს.

 

პარალელურად, პარლამენტის გარეთ მოქალაქეები შეიკრიბნენ..

 

 

შუადღე, სასტუმრო რედისონი 

 

ჩაშლილი სესიის შემდეგ. გავრილოვი სასტუმრო რედისონში გადაიყვანეს და მოგვიანებით აეროპორტისკენ გაამგზავრეს.

 

სასტუმროდან გამოსულ გავრილოვს მოქალაქეებმა კვერცხები და წყლის ბოთლები ესროლეს.

 

ოკუპანტმა დეპუტატმა საქართველო პროტესტის ფონზე დატოვა.  პარალელურად ხალხთა ნაკადი არ წყდებოდა პარლამენტთან.

 

რუსთაველზე ათასობით მოქალაქე შეიკრიბა. აქტივისტებმა მაღალჩინოსნების გადადგომა მოითხოვეს.

 

პარლამენტის წინ შეკრებილი იყო როგორც სამოქალაქო აქტივისტები, ასევე პოლიტიკოსები.

 

 

ულტიმატუმის ამოწურვის შემდეგ მომიტინგების ნაწილმა პარლამენტის შემონაში ზალის გამოყენებით შეჭრა სცადა. ამის შემდეგ პოლიციამ აქციის დაშლის გადაწყვეტილება მიიღო.

 

სამართალდამცველებმა გამოიყენეს წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები.

 

დაპირისპირების დროს დაშავდა 240 ადამიანი. მათ შორის 80 პოლიციელი. ორმა მოქალაქემ თვალი დაკარგა. აქციაზე დაშავდნენ ასევე ჟურნალისტები.

 

სამართალდარღვევისთვის დააკავეს 305 პირი.

 

ძალის გადამეტების ფაქტზე 10 სამართალდამცველს უფლებამოსილება შეუჩერდა.

 

ორის ქმედებაში სისხლის სამართლის დანაშაული გამოიკვეთა.

 

21 ივნისი, აქცია “სირცხვილია”

 

აქცია გაგრძელდა, შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომის და პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნით.

 

აქციამ პერმანენტული ხასიათი მიიღო და მას “ქვეყნის სამსახურში” უწოდეს, რომელიც 93 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

 

 

ხელისუფლება აცხადებს, რომ ამ გზით დესტაბილიზაცია თავიდან აიცილეს. ხოლო ოპოზიციონერი ლიდერები განმარტავენ, რომ მათი მიზანი გადატრიალება არ ყოფილა.

 

 

პოლიტიკური და სამართლებრივი გადაწყვეტილებები

 

განვითარებული მოვლენების ფონზე, აზერბაიჯანში მყოფმა ირაკლი კობახიძემ ვიზიტი შეწყვიტა და თბილისში დაბრუნდა. მან პოსტი 21 ივნისს დატოვა.

 

დეპუტატის მანდატზე უარი თქვა, ანსამბლეის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა.

 

მთავარმა პროკურატურამ ნიკა მელიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. დეპუტატს პროკურატურა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავება.

 

26 ივნისს, ნიკა მელიას პარლამენტმა დეპუტატის მანდატი მოუხსნა, თუმცა სასამართლომ ის დარბაზიდან 30 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

 

„გავრილოვის ღამე“ – Wikipedia-ზე 20 ივნისის აქციის შესახებ ინფორმაცია გაჩნდა

ავტორი: თამარ ბუჩუკური

0
კომენატარი - +

X