fbpx
22:42 | 2020-11-08 ავტორი: თამარ ბუჩუკური

გავრილოვის ღამე ამ ქვეყანაში არ დასრულებულა, მათი კოლექტიური სახელებია – გავრილოვები – ნიკა მელია

გავრილოვის ღამე ამ ქვეყანაში არ დასრულებულა, მათი კოლექტიური სახელებია – გავრილოვები – ნიკა მელია

ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, ცესკოსთან მომხარი დაპირისპირება მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის ეს თავისუფლებისთვის ბრძოლაა, რომელსაც არ დათმობენ. მისივე თქმით, გავრილოვის ღამე არ დასრულებულა და ახლაც გრძელდება.

 

„ყველა უნდა მოვიდეთ, ეს არის პასუხი. გავრილოვის ღამე ამ ქვეყანაში არ დასრულებულა, გავრილოვის ღამე ამ ქვეყანაში გრძელდება.

 

ისევ კობახიძე, ისევ ანზორ ჩუბიძინე, ისევ გახარია, ისევ ივანიშვილი, ანუ მათი კოლექტიური სახელები – გავრილოვები. ეს ბრძოლაა.

 

ეს ბრძოლა 20 ივნისის ბრძოლაა. ხალხს სურვილი აქვს ხელისუფლება შეცვალოს, ცვლის და საბოლოოდ სხვა რამეს წერენ, ამას ვინ შეეგუება?” – განაცხადა ნიკა მელიამ.

ცესკოსთან მიმდინარე აქციაზე ვითარება დაიძაბა. მომიტინგეების მისამართით სამართალდამცველებმა წყლის ჭავლი გამოიყენეს.

მანამდე აქციის მონაწილეები ცესკოს შენობის გარშემო არსებული ჯებირების განგრევას ცდილობდნენ.

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X