fbpx
23:03 | 2020-11-23 ავტორი: Prime Time

„გავიგე, რომ იგი საკუთარ თავზე ცდის ახალ პრეპარატს“ – რა ექსპერიმენტს იტარებს თენგიზ ცერცვაძე

„გავიგე, რომ იგი საკუთარ თავზე ცდის ახალ პრეპარატს“ – რა ექსპერიმენტს იტარებს თენგიზ ცერცვაძე

ხათუნა ხოფერია, თენგიზ ცერცვაძის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

 

„იყო ექიმი, ნიშნავს იყო განსაკუთრებული ეთიკური კულტურის მატარებელი! იყო განსაკუთრებული პასუხისმგებლობის პროფესიონალი! იყო განსაკუთრებული ადამიანი!

 

სწორედ ასეთია ბატონი თენგიზი. არა… ექიმი თენგიზ ცერცვაძე!

 

გავიგე, რომ იგი საკუთარ თავზე ცდის ახალ პრეპარატს. ყოველ დღე გვიზიარებს თავის დაკვირვებებსა და შედეგებს… და არის ძალიან ცუდად!

 

მთელი დღეა ამეკვიატა ჰიპოკრატეს ფიცი…

 

ალბათ, იმიტომ, რომ არის ამ პიროვნების ქმედებებში განსაკუთრებული სიყვარული თავისი პროფესიისადმი და მისი უზენაესობა – ხალხისადმი!

 

როდესაც ვეძებდი ფიცის ტექსტს, პირველად ვარიანტს გადავაწყდი. ფიცი მიმართულია მითოლოგიური ღმერთებისადმი:

 

„ვფიცავ აპოლო მკურნალსა, ასკლეპიოსსა, ჰიგიასა და პანაცეას და მოწმედ ვიხმობ ყველა ღმერთსა და ქალღმერთს, რომ ჩემი ძალ-ღონის და მიხვედრილობის შესაბამისად, კეთილსინდისიერად შევასრულო ქვემოთ დადებული ფიცი…“

 

და მთავრდება შემდეგი სიტყვებით:

 

„თუ ამ ფიცს კეთილსინდისიერად და ერთგულად დავიცავ, მომეცეს განვითარება და წარმატება ჩემს პროფესიასა და ქონებაში და ვიცხოვრო შთამომავლობისგან დაფასებულად“.

 

ვიცხოვრო შთამომავლობისგან დაფასებულად!

 

მე მინდა შთამომავლობის სახელით მივმართო ღმერთს! უფალს! მაცხოვარს! და შევევედრო: გადაარჩინოს ეს უსაყვარლესი ადამიანი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა სიცოცხლის გადასარჩენად!” – წერს ხათუნა ხოფერია.

 

როგორც ჩანს, ხათუნა ხოფერია პრეპარატ რემდესივირზე საუბრობს. ეს პრეპარატი კი, როგორც „პრაიმტაიმმა“ გაარკვია თენგიზ ცერცვაძემ უკვე გადაისხა.

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X