fbpx
21:24 | 2020-09-02 ავტორი: თამარ გონგაძე

“გავგიჟდები! რა საყვარელი ხარ, დედა” – ნახეთ, თაკო ჩარკვიანის ბავშვობის რომელ ფოტოზე აღფრთოვანდა ირმა გიგანი

“გავგიჟდები! რა საყვარელი ხარ, დედა” – ნახეთ, თაკო ჩარკვიანის ბავშვობის რომელ ფოტოზე აღფრთოვანდა ირმა გიგანი

თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში ბავშვობის ფოტოს აქვეყნებს. ფოტოზე ერთი წლისოდენა თაკო ძმასთან, მამუკასთან ერთადაა გადაღებული.

 

“მე და ჩემი მამუკა – ასე დამაპროწიალებდა და მე საშინლად კმაყოფილი ვიყავი” – აწერს ფოტოზე ჩარკვიანი.

 

დედის ფოტოთი აღფრთოვანებას ვერ მალავს ირმა გიგანი.

 

“არააა!!! გავგიჟდებიიი!!!!)))) რა საყვარელი ხარ, დედა!!! მამუკოვსკი” – თაკოს ფოტოზე აკომენტარებს ირმა.

 

No description available.

 

მამუკა ჩარკვიანის დაბადების დღეზე თაკომ “პრაიმტაიმს” ბავშვობის პერიოდზე ესაუბრა.

 

თაკო ჩარკვიანი: – ჩვენ ძალიან მაგრად ვმეგობრობთ. ჩვენს შორის ასაკობრივი სხვაობა ბავშვობაში უფრო იგრძნობოდა.

 

“მამუკა ჩემია” – ვიჩემებდი და მერე ამაზე შაყირი დადიოდა. რომ მეტყოდნენ, არა, მამუკა ჩემიაო, მე ვტიროდი.

 

ერთხელ კიკეთში ვისვენებდით, ბევრი ბავშვი ვიყავით და ერთ-ერთმა მშობელმა ტყეში წაგვიყვანა. ამ კაცს ტყეში გზა აებნა. უკან წამოსასვლელ გზას ვერ ვაგნებდით. ტყეში ვტრიალებდით… მამუკას დაკაწრულ-დასისხლაინებული ჰქონდა ფეხები. მშობლები გვეძებდნენ, 12 ბავშვი ვიყავით.

 

მამუკამ ზურგზე მომისვა და ისე მატარა. რომ წამოვიზარდეთ, მე ვმზრუნველობდი და რაღაც თემებით მასზე გავლენებიც მქონდა.

 

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +

X