22:59 | 2020-07-30 ავტორი: Prime Time

გავაპანღურებთ და საქართველოს ვიხსნით ჯორჯ სოროსის დიქტატურიდან – ქართული მარშის აქცია

გავაპანღურებთ და საქართველოს ვიხსნით ჯორჯ სოროსის დიქტატურიდან – ქართული მარშის აქცია

ქართული მარშის მხარდამჭერებმა მორიგი ანტიდასავლური აქცია გამართეს. ისინი ღია საზოგადოების ფონდის ოფისთან შეძახილების ფონზე მსვლელობით მივიდნენ და ფიტული დაწვეს.

 

პარტიის ლიდერმა, სანდრო ბრეგაძემ ულტიმატუმიც გააჟღერა, რომ სოროსის ფონდმა საქართველო დატოვოს, წინააღდეგ შემთხვევაში „ოფისი დაინგრევა“.

 

ეს მათხოვრად ქცეული არასამთავრობოები ელოდებიან ამ შენობაში ფულს, რომ ახალი შეტევა დაიწყონ ეკლესიაზე. ჩვენს ეროვნულობაზე, ქართველი ერის წინააღმდეგ. ვერ მივართვით. სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ვიბრძოლებთ და გავაპანღურებთ აქედან და საქართველოს ვიხსნით ჯორჯ სოროსის დიქტატურიდან“.

 

ქართული მარშმა პარტიის ყრილობა ილია ჭავჭავაძის მუზეუმში გამართა. მათ არჩევნებზე გამარჯვების და პარლამენტში მოხვედრის იმედი აქვთ.

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X