20:59 | 2020-03-30 ავტორი: Prime Time

„გაუსაძლისია აქ ყოფნა!..“ – რატომ არ ჩამოდიან იტალიაში დარჩენილი ემიგრანტები

„გაუსაძლისია აქ ყოფნა!..“ – რატომ არ ჩამოდიან იტალიაში დარჩენილი ემიგრანტები

გაუსაძლისია აქ ყოფნა, ყოველდღიურად 400-მდე ადამიანი იღუპება, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით ზომები გამკაცრებულია, უკეთესობა არ იგრძნობა – ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ იტალიაში მყოფმა ქართველმა ემიგრანტმა განუცხადა. ანი გაგუა წლებია იტალიის ქალაქ ბარში ცხოვრობს, ბანკში მუშაობს და ქალაქში სპეციალური საშვის საშუალებით გადაადგილდება.

 

„ადგილობრივები ძირითადად სახლში რჩებიან, თუ აუცილებლობას არ წარმოადგენს, გადაადგილების საშუალება არ ეძლევათ. სპეციალური საშვის მეშვეობით გადავაადგილდები, სხვა შემთხვევაში გარეთ გამოსვლის შესაძლებლობა არ მექნებოდა“ – გვიყვება ემიგრანტი.

ემიგრანტის თქმით, სადაც არ უნდა იყო, ყველგან უნდა გაითვალისწინო რეკომენდაციები, პირნათლად შეასრულო მთავრობისა და ჯანდაცვის მითითებები.

 

„საქართველოში დაბრუნებაზე ჯერ-ჯერობით არ მიფიქრია, როგორც ვიცი რამდენიმე შემთხვევა იქაც დაფიქსირდა. მიმაჩნია, რომ სადაც არ უნდა იყო, ყველგან უნდა გაითვალისწინო რეკომენდაციები, პირნათლად შეასრულო მთავრობისა და ჯანდაცვის მითითებები, თუ გინდა რომ გადარჩე და ჩვეულ ცხოვრებას მალე დაუბრუნდე, აქ ძირითადად ახალგაზრდები ვერ იაზრებდნენ რასთან გვაქვს საქმე.  ვირუსი, რომელიც თითქმის მსოფლიოს მოედო თითოეული ჩვენთანგანის დასამარცხებელია“, – გვიყვება ანი.

 

კიდევ ერთი ქართველი ემიგრანტი რომელიც 5 წელია იტალიის ქალაქ ბერგამოში ერთ-ერთ ოჯახში მომვლელად მუშაობს „პრაიმტაიმთან“ ყვება რომ მოსახლეობის უმეტესი ნაწილი არ ითვალისწინებს მთავრობის მიერ დადგენილ რეკომენდაციებს. ისინი მაინც ახერხებენ სტუმრად, ასევე საოჯახო წვეულებებზე წასვლას. 46 წლის ქეთევან ცქიტიშვილი საქართველოში დაბრუნებაზე არ ფიქრობს, ამბობს რომ შესაძლოა მისი ოჯახის წევრებისთვის და სხვა პირებისთვის შესაძლოა საფრთხეს წარმოადგენდეს.

 

„9-წევრიან ოჯახში ვცხოვრობ, გარდა ამისა სახლში გვყავს შინაური ცხოველებიც – კატები და ერთი ძაღლი. მაქსიმალურად ვცდილობ სიფრთხილე გამოვიჩინო, თუმცა ეს შეუძლებელია. კორონავირუსთან დაკავშირებით ზომების გამკაცრების მიუხედავად მაინც იპარებიან და ხვდებიან ახლობლებს, მეგობრებს, მე ზედმიწევნით რომც დავიცვა ყველა წესი, იქნებ რომელიმე მათგანმა მოიტანოს ვირუსი სახლში. საქართველოში ძალიან მინდა ჩემს შვილებთან და პატარა შვილიშვილებთან. თუმცა აქ ვარჩევ დარჩენას, არ ვიცი რამდენად უსაფრთხო ვარ მათთვის, მეშინია მათ გამო, თორემ ჩემს ქვეყანაში თავს ბევრად დაცულად ვიგრძნობ“, – ამბობს ქეთევანი.

 

 

 

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X