22:37 | 2020-05-12 ავტორი: მარი ჯაფარიძე

გაუპატიურება თუ შანტაჟი? – 17 წლის ბიჭი ირწმუნება, რომ გააუპატიურეს – ადვოკატის პოზიცია

გაუპატიურება თუ შანტაჟი? – 17 წლის ბიჭი ირწმუნება, რომ გააუპატიურეს – ადვოკატის პოზიცია

ადვოკატი ეკატერინე მაჭარაშვილი ახალგაზრდა მამაკაცს იცავს, რომელსაც 17 წლის ბიჭი გაუპატიურებას ედავება.

 

ეკატერინე „პრაიმტაიმს“ საქმის დეტალებზე უყვება:

 

– ახლა ვიცავ 30 წლამდე მამაკაცს, რომელსაც გაუპატიურებას ედავება 17 წლის ყმაწვილი. არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს რაიმე, თუნდაც მცირე შეხება ჰქონია ამ ახალგაზრდასთან.

 

მოტივი რა აქვს, არ ვიცი და ცოტა გაუგებარია. თუმცა, ვფიქრობ, რომ რადგან ის არის სექსუალური უმცირესობის წარმოიმადგენელი, თავის დამკვიდრება უნდა ამ გზით.

 

კონკრეტულად – მგონია, რომ ამ ამბის გახმაურებით თავის პოზიციას გაამყარებს, რომ ამ გაუპატიურების შემდეგ გახდა სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი და ძალადობის შემდეგ შეიცვალა ორიენტაცია.

 

მომჩივანი გაჭირვებული ოჯახიდანაა, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი კი ძალიან მდიდარი არაა, მაგრამ საკმაოდ კარგად ცხოვრობს და სავარაუდოდ, შანტაჟიც შეიძლება იყოს.

 

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ჰყავს ოჯახი, რომელსაც დაზარალებულიც კარგად იცნობდა და სავარაუდოდ, ეს მისგან არის ფულის გამოძალვის მცდელობა, რომ მეუღლის, ნათესავების ყურამდე არ მიეტანა ვითომ გაუპატიურების ფაქტი.

 

ექსპერტიზამ დაადგინა, რომ დაზარალებულს არანაირი დაზიანება არ აღენიშნება, მაშინ, როცა ის ამბობს, რომ ბრალდებულმა ანალური კავშირი დაამყარა ძალადობრივადო.

 

იმედია, როდესაც სასამართლო განხილვები დაიწყება, ექსპერტი იტყვის თავის სიტყვას. მილიონში ერთი შემთხვევაც კი არ შეიძლება არსებობდეს, რომ გაუპატიურებამ კვალი არ დატოვოს“, – ამბობს ადვოკატი.

 

ავტორი: მარი ჯაფარიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები