fbpx
11:27 | 2020-12-23 ავტორი: ზურა დვალაშვილი

“გასვენება ვაგონიდან იქნება, ღამეს ქუჩაში გაათენებენ” – უმძიმესი სოციალური მდგომარეობა აფრიკის დასახლებაში

“გასვენება ვაგონიდან იქნება, ღამეს ქუჩაში გაათენებენ” – უმძიმესი სოციალური მდგომარეობა აფრიკის დასახლებაში

“სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი, თეონა ჭალიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს. ჭალიძე თბილისში, აფრიკის დასახლებაში მცხოვრებ ოჯახზე წერს, რომლებიც ღამეს ქუჩაში ათენებენ, ხოლო მიცვალებულის ვაგონში დასვენება მოუწიათ.

 

იხილეთ ვიდეო

“ფოტო არ მაქვს, სიტყვაზე მენდეთ! გასვენება ვაგონიდან იქნება! ოჯახის წევრებმა შეშის ფეჩი გარეთ გამოიტანეს და ისე გაათენებენ ამ ღამეს.
საქართველო, თბილისი, აფრიკა. 2020 წელი.

568898217 ლია. უბრალოდ გაამხნევეთ.

პს: ეს საქართველო არ ჩანს პარლამენტის დერეფნებიდან”, – წერს თეონა ჭალიძე.

ავტორი: ზურა დვალაშვილი
X