01:42 | 2020-05-11 ავტორი: ალექსი ქამადაძე

გასროლილი თოფივით გეშინიათ სააკაშვილის, მიშაფობია გჭირთ – გუბაზ სანიკიძე

გასროლილი თოფივით გეშინიათ სააკაშვილის, მიშაფობია გჭირთ – გუბაზ სანიკიძე

სააკაშვილი ხდება სიმბოლო რეფორმების, აღმოსავლეთ ევროპაში. მოგწონთ თუ არა ძვირფასო ქოცებო, ეს ასეა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა გუბაზ სანიკიძემ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

 

„ეს ასეა უკვე მოცემულობაა ასეთი, მიხეილ სააკაშვილი აღმოსავლეთ ევროპაში ნომერ პირველი რეფორმატორი და პოლიტიკოსია. ასევე პოსტსაბჭოთა სივრცეში.

 

გაერკვიეთ რა გინდათ, თუ ყავის მომდუღებელია ელჩი რატომ გამოიწვიეთ, ნუთუ ასე გეშინიათ? ჯერ ერთი „აჩოტს“ აბარებენ კრემლში თავიანთ ხაზეინს, გასროლილი თოფივით გეშინიათ, განსაკუთრებით თქვენს ბელადს. მიშაფობია გჭირთ“, – თქვა გუბაზ სანიკიძემ.

 

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ 7 მაისს დაინიშნა.

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X

error: Content is protected !!