10:49 | 2021-10-14 ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

გარწმუნებთ, სააკაშვილს მოუწევს ქართულ ციხეში მრავალი წლის გატარება – ალუდა ღუდუშაური

გარწმუნებთ, სააკაშვილს მოუწევს ქართულ ციხეში მრავალი წლის გატარება – ალუდა ღუდუშაური

“სააშვილს მოუწევს ქართულ ციხეში მრავალი წლის გატარება, იშიმშილებს და ჯანდაცვის სისტემა მიხედავს“,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა ვახო ხუზმიაშვილის გადაცემა „თავისუფალ სივრცეში” განაცხადა.

კურიერს გული შეუწუხდა, მიშამ სასწრაფოში დარეკა და სასწრაფოს პოლიციაც მიჰყვა, ასე იქნებოდა და გვიმალავენ - ლელა ჯეჯელავა
2021-10-14კურიერს გული შეუწუხდა, მიშამ სასწრაფოში დარეკა და სასწრაფოს პოლიციაც მიჰყვა, ასე იქნებოდა და გვიმალავენ - ლელა ჯეჯელავა

 

„თავი დაანებონ კეკლუცობას და სპეკულაციებს. ვერც ვერანაირი თაკო ჩარკვიანის რუსთაველის დაზანზარება და ვერც ვერანაირი ამათი შიმშილობა გავლენას ვერაფერზე იქონიებს. გარწმუნებთ, სააკაშვილს მოუწევს ქართულ ციხეში მრავალი წლის გატარება, იშიმშილებს და ჯანდაცვის სისტემა მიხედავს“,- განაცხადა ღუდუშაურმა.

 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა, მხარდამჭერები კი ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვენ.

 

იუსტიციის სამინისტრომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის პერიოდული დაკვირვებისა და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენის მიზნით შესაბამის უწყებებს მიმართა.

 

ამასთან, „ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას 14 ოქტომბერს გეგმავს.

 

ასევე დაგაინტერესებთ ⇓

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

X