14:19 | 2021-09-12 ავტორი: Prime Time

გარდაცვლილი იპოვეს მოსამართლე, რომელმაც ორი დღის წინ მეგის ქარდავას საქმე განიხილა

გარდაცვლილი იპოვეს მოსამართლე, რომელმაც ორი დღის წინ მეგის ქარდავას საქმე განიხილა

კიევის ოლქის ერთ-ერთ რაიონში საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს მოსამართლე ვიტალი პისანცი, რომელმაც ორი დღის წინ საქართველოს პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის მეგის ქარდავას საქმე განიხილა.

 

უკრაინული მედია წერს, რომ 53 წლის მოსამართლე გარდაცვალებამდე სახლში რამდენიმე პირთან ერთად იმყოფებოდა.

 

გავრცელებული ცნობით, გარდაცვალების დღეს მოსამართლესთან ერთად ბინაში ასევე იმყოფებოდა ადვოკატი და ასევე ნარკოპოლიციის თანამშრომელი. მოსამართლის ცხედარი სიკვდილის მიზეზის დასადგენად ექსპერტიზაზე გადაიყვანეს. მასთან სუფრაზე მყოფი პირები კი პოლიციამ უკვე გამოკითხა.

 

 

რამდენიმე დღის წინ უკრაინის იუსტიციის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს გადასცეს სამხედრო პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის რამდენიმე ეპიზოდში ბრალდებული მეგის ქარდავა.

 

მეგის ქარდავას გენერალ რომან დუმბაძის მკვლელობის საქმეზე ბრალი წაუყენეს 109-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას ითვალისწინებს. გამოძიება მას დანაშაულის ორგანიზებას და მკვლელობის დაკვეთას ედავება; ასევე თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან თანხების მითვისების გამო, ქარდავას 2013 წელს დაუსწრებლად შეეფარდა პატიმრობა და მასზე გამოცხადდა ძებნა.

 

ცნობისთვის: ქარდავას ბრალი ედება რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში. მათ შორის, სამეგრელოში აღმოჩენილი საიდუმლო სამალავების საქმეზეც. 2014 წელს მას დაუსწრებლად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ის არის ერთ-ერთი ფიგურანტი სერგო თეთრაძის წამების ორგანიზების საქმეში სასჯელაღსრულების ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიასთან ერთად.

 

 

ავტორი: Prime Time

X