fbpx
18:34 | 2020-10-04 ავტორი: Prime Time

გარდაცვლილი 20 წლის ბიჭი და მძიმედ დაშავებული მცირეწლოვანი გოგონა – ტრაგიკული ავარია კახეთში

გარდაცვლილი 20 წლის ბიჭი და მძიმედ დაშავებული მცირეწლოვანი გოგონა – ტრაგიკული ავარია კახეთში
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. გარდაცვლილია 20 წლის ახალგაზრდა მამაკაცი, მძიმედაა დაშავებული მცირეწლოვანი გოგონა.
ავტოსაგზაო შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომანაქანა და სამარშუტო ტაქსი შეეჯახა.
მსუბუქ ავტომობილში მყოფი 20 წლის მამაკაცი, ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევის შედეგად მიღებული სხეულის მძიმე დაზიანებებით ახალგაზრდა ქალი და მცირეწლოვანი გოგონა სასწრაფო- სამედიცინო დახმატების ბრიგადამ, თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ადგილზე პოლიცია და ექსპერტები მუშაობენ.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი
ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X