20:14 | 2020-04-04 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

გარდაცვლილ ქალს კორონავირუსთან ერთად რვა თანმხლები დაავადება ჰქონდა

გარდაცვლილ ქალს კორონავირუსთან ერთად რვა თანმხლები დაავადება ჰქონდა

დღეს დილით, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვლილ 79 წლის ქალს მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

 

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კი განმარტეს, რომ პაციენტს სხვა დაავადებებთან ერთად აღენიშნებოდა წონის მნიშვნელოვანი დეფიციტი და მას კუნთოვანი მასა საერთოდ აღარ ჰქონდა.

 

საერთო ჯამში გარდაცვლილ ქალს Covid19-თან ერთად აღენიშნებოდა:

 

  • დილატაციური კარდიომიოპათია
  • მეოთხე ხარისხის გულის უკმარისობა
  • არტერიული ჰიპერტენზია
  • პულმონური ჰიპერტენზია
  • მიტრალური სარქველის ნაკლოვანება
  • აორტის სარქველის ნაკლოვანება
  • სამკარიანი სარქველის ნაკლოვანება
  • კახექსია

ცნობისთვის, 79 წლის ქალი თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში დღეს დილით გარდაიცვალა. ის ბოლნისში ერთ-ერთ სარიტუალო სუფრაზე ნათესავმა დააინფიცირა.

 

ამავე კლასტერს მიეკუთვნება ქვემო ქართლში ინფიცირებული კიდევ ხუთი ადამიანი.

 

ამავე თემაზე: 

ვინ არის საქართველოში კორონავირუსის პირველი მსხვერპლი
2020-04-04ვინ არის საქართველოში კორონავირუსის პირველი მსხვერპლი

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X