21:36 | 2021-07-12 ავტორი: Prime Time

გარდაცვალებამდე ლექსო ლაშქარავას ღამით გადაადგილების ახალი ვიდეომასალა გასაჯაროვდა

გარდაცვალებამდე ლექსო ლაშქარავას ღამით გადაადგილების ახალი ვიდეომასალა გასაჯაროვდა

შსს, ლექსო ლაშქარავას გადაადგილების ამსახველ, ახალ ვიდეომასალას ავრცელებს:

 

„საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ვასაჯაროვებთ ალექსანდრე ლაშქარავას გადაადგილების ამსახველ ვიდეო მასალებს, რომელიც გამოძიების მსვლელობისას ამ ეტაპზეა მოპოვებული“.

 

„შსს-ს თანამშრომლებმა 200-ზე მეტი საგამოძიებო ოპერაცია ჩაატარეს. გამოკითხულია 110 პირი, დათვალიერებულია 65 სათვალთვალო კამერა. ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გვამიდან აღებულ ნიმუშებში აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები. „მორფინი”, „კოდეინი”, „ტეტრაჰიდროკანაბინოლი”, „პენტინი” და „მონოაცეტილმორფინი“. ექსპერტიზის მიხედვით, გარდაცვალების მიზეზი, შეიძლება გამხადარიყო აღნიშნული საშუალებებით ზედოზირება“- ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

 

ავტორი: Prime Time


X