19:36 | 2021-06-09 ავტორი: Prime Time

გარდაიცვალა „კონკია“

გარდაიცვალა „კონკია“

გარდაიცვალა ჩეხი მსახიობი ლიბუშე შაფრანკოვა, ცნობილი ფილმის – „სამი კაკალი კონკიასათვის“ – მთავარი როლის შემსრულებელი. ამის შესახებ ინფორმაციას CNN Prima News-ი მსახიობის შვილზე დაყრდნობით იუწყება.

 

გამოცემის ცნობით, შაფრანკოვა 2014 წლიდან ფილტვის კიბოს ებრძოდა, თუმცა გარდაცვალების მიზეზი არ კონკრეტდება.

 

მსახიობი 68 წლის იყო. ის 1953 წლის 7 ივნისს ჩეხეთის ქალაქ ბრნოში დაიბადა. იქვე დაამთავრა თეატრალური სასწავლებელი. მას პირველი წარმატება ფილმმა „ბებიამ“ მოუტანა.

 

„სამი კაკალი კონკიასთვის“ კი 1973 წელს გადაიღეს ვაცლავ ვორლიჩეკის რეჟისორობით. ამ ფილმმა მსახიობს საერთო სახალხო სიყვარული მოუტანა.

 

მას შემდეგ შაფრანკოვა თავის სამშობლოში ჩეხეთის კინოს კაშკაშა ვარსკვლავად ითვლება.

 

კინოგადაღებებში მონაწილეობა მან 2014 წლიდან შეწყვიტა.

ავტორი: Prime Time

X

error: Content is protected !!