00:06 | 2020-04-20 ავტორი: ალექსი ქამადაძე

გარანტიას გაძლევთ, რომ 5.5 მილიარდ ჩამოვიტან – რას სთავაზობს სააკაშვილი საქართველოს მთავრობას

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მთავრობას სთავაზობს. როგორც სააკაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფო მის საქმეზე დროებით მორატორიუმს გამოაცხადებს, ქვეყანაში 5.5 მილიარდს ჩამოიტანს.

 

ბოლოსდაბოლოს უმეტესობას ვიცნობ, ვინც დღეს ევროპის ლიდერია, თქვენგან განსხვავებით. თქვენ არავის არ იცნობთ და არავინ პატივს არ გცემთ.

 

ჩვენი ყველა იურიდიული კამათი გადავდოთ მომავლისთვის, მოდით დავაწესოთ მორატორიუმი შემოდგომამდე, შემოდგომის შემდეგ გააგრძელეთ ჩემი გასამართლება.

 

დროებით მომეცით სტატუსი საქართველოს დროებითი ოფიციალური წარმომადგენლის, მხოლოდ ერთ საკითხში – უცხოური დახმარების მოპოვებაში და მე გაძლევთ გარანტიას, რომ 5.5 მილიარდ ჩამოვიტან. იმდენს ჩამოვიტან დახმარებას რომ საქართველოს ეკონომიკა გადარჩეს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა „მთავარ აქცენტებში“.

ავტორი: ალექსი ქამადაძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X