12:34 | 2020-03-19 ავტორი: Prime Time

განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

გორის რაიონულმა სასამართლომ განზრახ მკვლელობაში, ძალადობასა და ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

 

სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 6 დეკემბერს, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბში ბრალდებულმა მისივე საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით მოქალაქეს გულმკერდის და კისრის არეში ნაჯახით ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული ჭრილობების შედეგად მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

 

გორის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X