fbpx
00:26 | 2021-01-13 ავტორი: Prime Time

განსაკუთრებული მადლობა თენგიზ ცერცვაძეს, ჩემს მეგობარს – ბიძინა ივანიშვილი 

განსაკუთრებული მადლობა თენგიზ ცერცვაძეს, ჩემს მეგობარს – ბიძინა ივანიშვილი 

„მინდა საჯარო მადლობა ვუთხრა ჩვენს ექიმებს, განსაკუთრებით თენგიზ ცერცვაძეს ჩემს მეგობარს, ძალიან დიდ პატივს ვცემ საუკეთესო ექიმს და ადამიანს, ვინც მე მინახავს“,- აცხადებს ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პირველი არხის ეთერში.

 

„პანდემია თავისთავად, გამოწვევაა მთელი მსოფლიოსთვის, ქვეყანა კრიზისულ სიტუაციაშია. თქვენ ნახეთ, ახალი ვალები ავიღეთ და სიტუაცია არ არის მარტივი. ამ კრიზისულ სიტუაციაში, მაინც შესაფასებელია „ქართული ოცნების“ გუნდი. გახსოვთ, პირველი ეტაპი, როდესაც სახელისუფლო ბერკეტებით დაიწყო მომართვა და ბრძოლა ვირუსის წინააღმდეგ, ლოკდაუნს ეძახიან – ყველა სახელმწიფომ ეს გამოიყენა, მათ რიცხვში გამოვიყენეთ ჩვენც. თუ გახსოვთ, ყველაზე წარმატებული ქვეყნების რიგში ვიყავით. საუკეთესო თუ არა, ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ვიყავით. იმის შემდგომ გახსოვთ, ილუზიაც და გამონათქვამებიც – ოპონენტები წამოვიდნენ, რომ ჩვენ, ქართველებს ისეთი იმუნიტეტი გვაქვს, ეს არ გვემართება, არ დაგვემართება და ხელისუფლება არაფერ შუაში არაა.

 

ევროპამაც ეს გამკაცრებები მოხსნა და ამ ფონზე, ჩვენ აღარ შეგვეძლო, გაგვეგრძელებინა ამ ფორმით მართვა და პროცესი მივუშვით. ოპოზიციამაც ივაჟკაცა, ძალიან წაეხმარა ამ პროცესის გართულებას, შეკრებები, რომელიც არ უნდა გაეკეთებინა, გააკეთა. შედეგმაც არ დააყოვნა.

 

ქართველები ასეთი ვართ, როგორიც ვართ, მეც ტიპური ქართველი ვარ. დაუდევრები ვართ, ძალიან გვიან ვგებულობთ ინსტრუქციას და როდესაც გავუშვით, ბუნებრივად მოვიქეცით, ერთი პერიოდი ასი ათას მოსახლეზე ჩვენ ყველას გადავასწარით და ასი ათას სულ მოსახლეზე ჩვენ გავედით პირველ ადგილზე. აქაც მინდა, რომ პირველი ვარიანტი გაჩვენოთ – როდესაც ხელისუფლებით იმართებოდა პროცესი, ვიყავით საუკეთესოები და ახლა ნახეთ, როდესაც ასი ათასზე დაავადებულების რაოდენობით ევროპაშიც პირველ ადგილზე გავედით და რაღაც ეტაპზე მსოფლიოშიც. ყველაზე წარმატებული ევროპის ქვეყნები აიღეთ, რაც საჭიროებს ამ დროს პაციენტების მიხედვას სახელმწიფოს მხრიდან, ჯანდაცვის სამინისტრო მაქვს მხედველობაში, არც ერთ წარმატებულ სახელმწიფოზე ნაკლებად არ იმართებოდა პროცესები ყველაზე პიკურ ცუდ სიტუაციაში. პირველად პირდაპირი მნიშვნელობით მომართა ხელისუფლებამ და ლამის პირველები ვიყავით, მეორედ – როდესაც აბსოლუტურად მიშვებული იყო და საზოგადოებამაც ვაჩვენეთ ჩვენი დაუდევრობა, ისევ პაციენტების რაოდენობით ასი ათას სულ მოსახლეზე პირველ ადგილზე, არც ერთ ყველაზე განვითარებულ ქვეყნებზე ნაკლებად არ ყოფილა მენეჯმენტი და მიხედვა დაავადებული პაციენტების. აი, ეს არის ჯანდაცვისა და მისი მინისტრის ნაწილი“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

ავტორი: Prime Time
X