17:30 | 2021-05-17 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ყველას ეხება! – მიხეილ ცაგარელი რთულ მომდევნო კვირას აანონსებს

ყველას ეხება! – მიხეილ ცაგარელი რთულ მომდევნო კვირას აანონსებს

რას გვიმზადებენ ვარსკვლავები? ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი მომდევნო კვირის შესახებ საუბრობს და მოსახლეობას მომდევნო კვირის რთული დღეების შესახებ აწვდის ინფორმაციას.

 

„დავიწყოთ იმით, რომ ეს კვირა კარგია. განსხვავებით, შემდეგი კვირისგან. შემდეგ კვირას მთვარის დაბნელება გვაქვს, რომელიც ძალიან რთულია ტრადიციულად. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სწორედ სავსე და თან დაბნელების მომენტი ერთად გვექნება.

 

ეს კვირა იმის საშუალებას გვაძლევს, რომ მშვიდად, კარგად განვლოთ და წარმატებებსაც მიაღწიოს.  20 რიცხვი გარდამტეხი და მნიშვნელოვანია, რატომ – მიწის სტიქია ანუ კუროს ზოდიაქოს ნიშანში ახლა მზე უთმობს თავის ადგილს ჰაერის სტიქიას, ანუ მზე გადადის ტყუპების ზოდიაქოში, გვიან ღამით 20-ში. 

 

დმანისში ისევ აურზაურია! - გუშინ ხელკეტებით დაწყებული ჩხუბი ისევ გრძელდება (LIVE)
2021-05-17დმანისში ისევ აურზაურია! - გუშინ ხელკეტებით დაწყებული ჩხუბი ისევ გრძელდება (LIVE)

 

ეს ნიშნავს, რომ შემდეგი 1 თვე, 20 ივნისამდე ჩვენ ვიქნებით ტყუპების ზემოქმედების ქვეშ, რაც ნიშნავს კარგს და ცუდს. ტყუპები გონებამახვილობას მოუმატებს თითოეულ ჩვენგანს, კომუნიკაბელურობას, დახვეწილი იუმორის შეგრძნების უნარს, უცხო ენების ადვილად ათვისების უნარს, გვაძლევს მოლაპარაკებებში წარმატების შესაძლებლობას, კომუნიკაციისთვის, მოგზაურობისთვის ძალიან კარგია.

 

თუმცა, ტყუპებს აქვს ნეგატიური თვისებები, ტყუილებისადმი მიდრეკილება, სულსწრაფობა, ზედაპირულობა ურთიერთობებში, შეიძლება დაპირება გასცეს და არ შეასრულოს. შინაგანი მერყეობა – ხან ერთი უნდა, ხან მეორე – თვითონ არ იცის რა უნდა. ზედმეტი ფანტაზიები – რის გამოც კარგად, მყარად არ დგას მიწაზე და არაპრაგმატულად იქცევა.

 

საქართველოში ამინდი უარესდება - რამდენ დღეს გაგრძელდება უამინდობა
2021-05-17საქართველოში ამინდი უარესდება - რამდენ დღეს გაგრძელდება უამინდობა

 

კიდევ ერთი დიდი მოვლენა გვაქვს კვირას – პლანეტა სატურნი, დიდი კოსმიური მასწავლებელი ხდება უკანმავალი, ანუ რეტროგრადული. გვაბრუნებს – ძველ სამსახურთან, ძველ სულიერ მოძღვრებთან, გვაბრუნებს ძველ პოლიტიკურ კანონებთან, რომელიც არ იყო მიღებული, ან არ წარიმართა ისე, როგორც შეიძლებოდა წარმართულიყო. 

 

3 გეომაგნიტური დღე გვექნება – ოთხშაბათი, ხუთშაბათი, კვირა. განსაკუთრებული ყურადღებით ხანდაზმულები  უნდა იყოს, თუმცა ყველას ეხება. არტერიული წნევა შევამოწმოთ“, – ამბობს მიხეილ ცაგარელი.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X

error: Content is protected !!