fbpx
13:57 | 2020-12-16 ავტორი: ზურა დვალაშვილი

“განსაკუთრებით მაცოფებენ მოხელეები, რომლებიც თავხედურად სახელმწიფოს ჯიბეში იდებენ” – დეკანოზი თამაზი

“განსაკუთრებით მაცოფებენ მოხელეები, რომლებიც თავხედურად სახელმწიფოს ჯიბეში იდებენ” – დეკანოზი თამაზი

სახელმწიფო ვართ ჩვენ ყველა, ნებისმიერი ჩვენთაგანი და სამართლიანი კანონის ფარგლებში ყველას თანაბრად ეკუთვნის მისი ყველა სიკეთე და პრივილეგია, – ამის შესახებ დეკანოზი თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

დეკანოზი მიიჩნევს, რომ ზოგიერთ საერთო სიკეთე მისი საკუთარი ჰგონია და ეს მიუღებელია.

 

“ბავშვობიდან ეს მჭირდა და დღემდე ვერ მოვიშორე: არ მესმოდა და ვერ ვეგუებოდი, როცა ზოგიერთს საერთო სიკეთე მისი საკუთარი ეგონა. პატარას არ მესმოდა იმ ბავშვების, ვინც ჩვენს საერთო ეზოს საკუთარივით ექცეოდნენ. შემდეგ არ მესმოდა იმ მასწავლებლების, ჩვენი სკოლა საკუთარი რომ ეგონათ და უსამართლობდნენ. არ მესმოდა პოლიციელების, მუნდირს რომ აუფასურებდნენ და საკუთარ, მდაბიო ინტერესებს ახმარდნენ. ვერ ვეგუებოდი ექიმებს, საავადმყოფო საკუთარი კანტორა რომ ეგონათ და პაციენტი არარაობად მიაჩნდათ. არ მესმის იმ სასულიერო პირების, ეკლესია მხოლოდ მღვდლების საკუთრება რომ ჰგონიათ.

 

განსაკუთრებით კი მაცოფებენ მოხელეები, თავხედურად ჯიბეში რომ იდებენ სახელმწიფოს და ბედავენ, თავხედურად ხელი შეახონ ყველაფერს. მე-17 საუკუნის იმ ერთი გარყვნილი მეფის ნათქვამი სიმახინჯე – “სახელმწიფო მე ვარ” ამოირეცხეთ მაგ თავებიდან და შეგნებიდან. სახელმწიფო ვართ ჩვენ ყველა, ნებისმიერი ჩვენთაგანი და სამართლიანი კანონის ფარგლებში ყველას თანაბრად ეკუთვნის მისი ყველა სიკეთე და პრივილეგია. ამაზრზენია, როცა სახელმწიფო მოხელე აკნინებს სახელმწიფოს და იმავე დროს დემონსტრირებს საკუთარ კერძო სიმდიდრეს, სიკეთეს თუ სიძლიერეს. თუ ვერ შევიგნებთ, რომ “სახელმწიფო ვარ მე” ნებისმიერი მდიდარი ან თუნდაც ძალიან ჭკვიანი კაცისგან აბსოლუტურად მიუღებელია, ვერასოდეს გამოვალთ ერთჯერადი წყალობით გახარებული მონების მდგომარეობიდან”, – წერს დეკანოზი თამაზ ლომიძე.

ავტორი: ზურა დვალაშვილი
X