fbpx
16:35 | 2020-03-26 ავტორი: Prime Time

განსაკუთრებით მადლიერები ვართ საქართველოს მთავრობის – კელი დეგნანი

განსაკუთრებით მადლიერები ვართ საქართველოს მთავრობის – კელი დეგნანი

ამერიკის საელჩოში განსაკუთრებით მადლიერები ვართ საქართველოს მთავრობის, მათ შორის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, მათი პროაქტიული ძალისხმევისთვის – აღნიშნავს ამერიკის შერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ვიდეომიმართვაში, რომელსაც საელჩო ავრცელებს.

 

„გამარჯობა, მე კელი დეგნანი ვარ ამერიკის შერთებული შტატების ელჩი საქართველოში. დღეს მე სახლიდან ვმუშაობ, როგორც ჩემი კოლეგების უმეტესობა.

 

ჩვენ ვითვალისწინებთ საქართველოს ხელისუფლების და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რჩევას, რომ მაქსიმალურად ვეცადოთ დავრჩეთ სახლში და მოვერიდოთ ხალხმრავალ ადგილებს, დავიცვათ სოციალური დისტანცია. რთული დროა და ვცდილობთ, გავუფრთხილდეთ ჩვენი და ჩვენი ახლობლების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას.

 

ამერიკის საელჩოში განსაკუთრებით მადლიერები ვართ საქართველოს მთავრობის, მათ შორის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, მათი პროაქტიული ძალისხმევისთვის. პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, თითქმის ყველა სამინისტრო, პარლამენტი და მუნიციპალიტეტები ძალისხმევას არ იშურებენ, რომ შეაკავონ COVID-19 ვირუსის გავრცელება და მინიმუმამდე დაიყვანონ მის მიერ გამოწვეული ზიანი” – აღნიშნავს კელი დეგნანი.

 

რა ხდება ქვეყანაში

 

 

 

 

  • მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.

 

 

 

 

 

 

წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები

 

 

 

 

 

 

 

გადაწყვეტილება, რომელიც საგანგებო რეჟიმს დროს მოქმედებს

 

 

 

 

!! ყველა განახლებადი ინფორმაცია კორონავირუსის შესახებ ნახეთ აქ:

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X