20:08 | 2020-07-15 ავტორი: თამთა თორდია

„განმარტოებით მჯდარა, მოწყენილი…“ – რა შენიშნეს 17 წლის მოზარდს, ვიდრე მას გარდაცვლილს ნახავდნენ

„განმარტოებით მჯდარა, მოწყენილი…“ – რა შენიშნეს 17 წლის მოზარდს, ვიდრე მას გარდაცვლილს ნახავდნენ

არასრულწლოვანი, რომელმაც თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანაში, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, მეთორმეტე კლასის მოსწავლეა.

თელავში, სახლის სარდაფში 17 წლის მოზარდი გარდაცვლილი ნახეს
2020-07-15თელავში, სახლის სარდაფში 17 წლის მოზარდი გარდაცვლილი ნახეს

 

17 წლის ზუკა ბეჟანიშვილი, საკუთარი სახლის სარდაფში გარდაცვლილი ნახეს.

 

ოჯახის ახლობელი „პრაიმტაიმს” უყვება, რომ არასრულწლოვანის თვითმკვლელობის მიზეზი არავინ იცის.

 

„გაოგნებულები ვართ ყველა, რატომ მოხდა ეს ამბავი, ჯერ არავინ იცის. გუშინ საბანაოდ ყოფილან ბიჭები. განმარტოებით მჯდარა, მოწყენილი. წუხელ სახლში არ მივიდა.

 

ყველგან ვეძებდით, ტყეშიც კი. ბოლოს სარდაფში ნახეს… დედისერთაა, მამის გარეშე გაიზარდა. კარგი, მშვიდი ბავშვი იყო, ყველა თავზე ევლებოდა. რა დარდი ჰქონდა ასეთი, რომ ვერავის გაუზიარა. მეგობრები სწორედ მაგას ჩივიან, ყველა გვერდით დაუდგებოდა“,- ყვება ერთ- ერთი ადგილობრივი.

 

გარდაცვლილი ახალგაზრდა საკუთარი სახლის სარდაფში ოჯახის წევრებმა, სოფელსა და მის შემოგარენში ძებნის შემდეგ იპოვეს.

 

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.

ავტორი: თამთა თორდია


X