fbpx
10:35 | 2020-11-18 ავტორი: Prime Time

განიხილავს თუ არა მაიკ პომპეო ილია II-სთან უკრაინის ავტოკეფალიის აღიარების საკითხს – მეუფე ნიკოლოზის განმარტება

განიხილავს თუ არა მაიკ პომპეო ილია II-სთან უკრაინის ავტოკეფალიის აღიარების საკითხს – მეუფე ნიკოლოზის განმარტება

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო და საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ილია მეორე შეხვედრისას უკრაინის ავტოკეფალიის აღიარების საკითხს განიხილავენ.

 

„პრაიმტაიმი“ ამ თემაზე ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტს, მეუფე ნიკოლოზს ესაუბრა.

 

მეუფე გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს და აცხადებს, რომ რეალურად არავინ იცის რაზე ისაუბრებენ პატრიარქი და მაიკ პომპეო შეხვედრისას და გავრცელებული ინფორმაცია მხოლოდ მოლოდინებია.

 

„მე ასეთი ინფორმაცია არ მაქვს. სავარაუდოდ – არც არავის. ეს უფრო მოლოდინია, ვიდრე ინფორმაცია“ , – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

 

მიტროპოლიტს ჩვენ ასევე ვკითხეთ, რა იყო მისი მოსკოვში სტუმრობის მიზეზი და არის თუ არა დაკავშირებული უკრაინის ავტოკეფალიის აღიარებასთან.

 

მეუფემ ეს ინფორმაციაც უარყო და განაცხადა, რომ ის ანდრეი რუბლიოვის მუზეუმმა კონფერენციაზე მიიწვია და მოსკოვში მისი სტუმრობა უკრაინის ავტოკეფალიის აღიარებასთან კავშირში არ არის

 

„ჩემი ვიზიტი მოსკოვში უკრაინის თემასთან არაა დაკავშირებული: მიმიწვია ანდრეი რუბლიოვის მუზეუმმა კონფერენციაზე, რომელიც ყოველ წელს ამ დროს ტარდება და მის დამაარსებელს, დავით არსენიშვილს ეძღვნება“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

 

ავტორი: ზურა დვალაშვილი

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X