fbpx
00:34 | 2021-01-16 ავტორი: ზურა დვალაშვილი

“განგებ არ ვსაუბრობ მერაბიშვილზე, მოყოლა რომ დავიწყო, შეიძლება, ქვეყანაში ჭერი ჩამოინგრეს” – ნიკა მელია

“განგებ არ ვსაუბრობ მერაბიშვილზე, მოყოლა რომ დავიწყო, შეიძლება, ქვეყანაში ჭერი ჩამოინგრეს” – ნიკა მელია

“პრობლემები იყო ბევრი, არ მინდა ამაზე საუბარი. როგორც ბატონ ივანიშვილზე არ მინდა საუბარი, ისე ამ ადამიანზე (მერაბიშვილზე) არ მინდა საუბარი, კარგს ვერაფერს ვიტყვი”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გადაცემაში “პოლიტმეტრი” ვანო მერაბიშვილზე საუბრისას განაცხადა.

 

ნიკა მელიას განცხადებით, არ აპირებს მერაბიშვილზე საუბარს და ამით ივანიშვილის წისქვილზე წყლის დასხმას, რადგან მოყოლა რომ დაიწყოს “შეიძლება, ჭერი ჩამოინგრეს”.

 

“განგებ არ ვსაუბრობ, შეიძლება, ჭერი ჩამოინგრეს მოყოლა რომ დავიწყო, არ მინდა და შეიძლება, იატაკიც ჩავარდეს ქვევით, არა მარტო ნაციონალურ მოძრაობაში, არამედ ქვეყანაშიც, არ  მინდა ივანიშვილის წისქვილზე წყალი დავასხა”, – აღნიშნა მელიამ.

 

ამასთან, ნიკა მელიამ აღნიშნა, რომ პარტიაში ახალი სახეები გამოჩნდებიან, თუმცა ენმ-ში ბევრი გამოცდილი ადამიანია, რომელთაც ხელისუფლებაში ყოფნისას უმწიკვლოდ იცხოვრეს და ისინი ახალ სახეებთან ერთად პარტიის კაპიტალის ნაწილი იქნებიან.

ავტორი: ზურა დვალაშვილი


X