12:49 | 2020-09-14 ავტორი: Prime Time

განათების ტიპები და მისი მნიშვნელობა ინტერიერში

განათების ტიპები და მისი მნიშვნელობა ინტერიერში

განათება ოთახის ინტერიერის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია. ის განსაზღვრავს როგორც ოთახის ატმოსფეროს, ასევე გარემოს აღქმას, სივრცის მოცულობას, განწყობასა და ა.შ. როდესაც ოთახში დიდი რაოდენობით ბუნებრივი სინათლე ვერ ხვდება, ინტერიერის დიზაინერები რეკომენდაციას სანათებისა თუ ჭაღების გამოყენებას უწევენ. მნიშვნელოვანია სწორად აარჩიოთ თითოეული ნივთი განათების ხუთი განსხვავებული ტიპის მიხედვით.

 

ძირითადი განათება

ძირითადი განათება მთლიან ოთახში სინათლის გავრცელებაზეა პასუხისმგებელი. მას ფუნქციური დანიშნულება უფრო გააჩნია, ვიდრე ესთეტიური, მაგრამ პროფესიონალები ამ ელემენტს დიდი გულმოდგინებით არჩევენ.

ძირითადი განათების ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი ჭაღია, რომლის გარეშეც, ძალიან რთული იქნება სინათლის მთელს ოთახში გავრცელება.

გარემომცველი განათება

 

ძირითადი და გარემომცველი განათებების ერთდროულად გამოყენება სასურველ შედეგს ნებისმიერ ოთახში იძლევა. ამის მაგალითია კედელზე პანელებით შექმნილი რბილი სინათლე, რომელიც უფანჯრო ოთახს სიხალისესა და სიცოცხლეს სძენს.

 

ფუნქციური განათება

ხშირად, ინტერიერის განუყოფელი ნაწილი ფუნქციური განათებაა, რომელსაც სპეციალურ დანიშნულებით არჩევენ. ყველაზე ხშირად, ვხვდებით სამუშაო და საკითხავ არეალებში, სამზარეულოსა და სააბაზანოებში.

განათება განწყობის შესაქმნელად

ამ კატეგორიაში ძირითადად ისეთი განათებები ერთიანდება, რომლებიც ფუნქციურ როლზე მეტად ვიზუალურ დატვირთვას ატარებენ. მათ შორისაა სხვადასხვა ფორმისა თუ ზომის მაგიდის სანათები, რომელთა კონტროლიც სივრცის გაზრდისა და დაპატარავების შესაძლებლობას მოგცემთ.

აქცენტური განათება

ნებისმიერი ტიპის ოთახში მოიძებნება ისეთი მონაკვეთი, რომელსაც სინათლე ყველაზე ნაკლებად ხვდება. ასეთ დროს ატმოსფეროსა და ფერთა გამის დასაბალანსებლად აქცენტურ განათებას იყენებენ. ინტერიერის დიზაინერები მსგავს შემთხვევაში რეკომენდაციას განსაკუთრებით მძლავრი სანათებსა და მინიატურული ჭაღების შეძენას უწევენ.

 

 

განათლების დანიშნულების მიხედვით შერჩევის გარდა, აუცილებელია მისი ხარისხისა და ვიზუალური მახასიათებლების გათვალისწინებაც. სამშენებლო-სარემონტო მასალების ამიერკავკასიაში უდიდესი ჰიპერმარკეტი „მიჰაუსი“ მომხმარებელს ნებისმიერ ჭაღზე 15 პროცენტიან ფასდაკლებას სთავაზობს. სააქციო პერიოდი 11 სექტემბრიდან 24 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

 

 

 

 

 

 

R

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები