12:05 | 2021-09-26 ავტორი: Prime Time

განახლდება თუ არა სწავლა 4 ოქტომბერს საკლასო ოთახებში – ამირან გამყრელიძის პასუხი

განახლდება თუ არა სწავლა 4 ოქტომბერს საკლასო ოთახებში – ამირან გამყრელიძის პასუხი

ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების ფონზე, სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში განახლება შესაძლებელია, – ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

 

„თანდათან, ქვეყანაში, ეპიდსიტუაცია სტაბილიზაციისკენ, დამშვიდებისკენ მიდის. ბევრ რაიონსა და რეგიონში უკვე სიტუაცია ისეთია, რომ სწავლის დასწრებითი ფორმით დაწყება შეიძლება. დიდი პასუხისმგებლობისთვის, მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს მასწავლებლებს. იმისთვის რომ სკოლა იყოს უსაფრთხო, თავად ოჯახი უნდა იყოს უსაფრთხო და აცრილი“, – აცხადებს ამირა გამყრელიძე.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მასშტაბით, სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში აღდგენა 4 ოქტომბერს იგეგმება.

 

 

ნახეთ, სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები:

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X