11:41 | 2020-09-03 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

“განახევრდა ჩვენი შემოსავლები, ვცდილობთ თავი გავიტანოთ” – ნინო ჩხეიძე

“განახევრდა ჩვენი შემოსავლები, ვცდილობთ თავი გავიტანოთ” – ნინო ჩხეიძე

მომღერალ ნინო ჩხეიძისთვის ბოლო წლების განმავლობაში, პირველი ზაფხული იყო, როდესაც საზღვარგარეთ ვერ წავიდა დასასვენებლად. პანდემიამ მას ბევრი პრობლემა შეუქმნა და 15 დაგეგმილი კონცერტი ჩაეშალა. მიუხედავად იმისა, რომ პირადი თვითმფრინავით გადაფრენას სთავაზობენ, ის უარს ამბობს. რადგან საკუთარ ქვეყანაში დაბრუნებულს, კარანტინის გავლა მოუწევს და არ უნდა.

 

სიმღერის პარალელურად ნინო ბიზნესის მფლობელია, სწორედ ამიტომ უარს ამბობს საცხოვრებლად ქმართან უკრაინაში გადავიდეს.

 

– კორონავირუსის პანდემიამ სერიოზული გავლენა იქონია ბიზნესზე და ჩემს შემოსავლებზე, როგორც გიტხარით, 15 დაგეგმილი კონცერტი გაუქმდა საზღვარგარეთ. ეს კონცერტები რომ შემდგარიყო, მას კიდევ ამდენი შემოთავაზება მოჰყვებოდა.

 

რაც შეეხება რადიო-ტელევიზიას, ბუნებრივია, აქაც განახევრდა შემოსავლები, რადგან მთლიანად სარეკლამო შემოსავლებზე ვართ დამოკიდებული და ამ პანდემიის დროს, რეკლამები თითქმის სრულიად გაჩერდა. რაღაცნაირად ვცდილობთ თავი გავიტანოთ და ეს რთული ეტაპი დავძლიოთ.

 

წყარო: ჟურნალი სარკე

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

0
კომენტარი - +