16:15 | 2020-06-29 ავტორი: თამარ ბუჩუკური

გამოუცხადებს თუ არა „ნაციონალური მოძრობა“ ბოიკოტს არჩევნებსაც, თუ გიორგი რურუა არ გათავისუფლდება

გამოუცხადებს თუ არა „ნაციონალური მოძრობა“ ბოიკოტს არჩევნებსაც, თუ გიორგი რურუა არ გათავისუფლდება

საკონსტიტუციო ცვლილებებს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბოიკოტი გამოუცხადა და პარლამენტმა ახალი საარჩევნო სისტემა ისე დაამტკიცა, რომ ოპოზიციას მონაწილეობა არ მიუღია.

 

გაგრძელებს თუ არა ბოიკოტის რეჟიმს „ნაციონალური მოძრაობა“, თუ გიორგი რურუა ოქტომბრის არჩევნებამდე კვლავ ციხეში იქნება? გამოუცხადებს თუ არა მთავარი ოპოზიციური პარტია ბოიკოტს არჩევნებსაც?

 

ამ კითხვით „პრაიმტაიმი“ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს კობა ნაყოფიას დაუკავშირდა.

 

მისი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილელებისგან განსხვავებით, „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოცხადებას არ აპირებს.

 

„ქართული ოცნების ტროლების მიერ გავრცელებული დეზინფორმაციაა, თითქოს არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებთ და თუ მივიღებთ, მაშინ მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ვფიქრობთ.

 

ეს მმართველი პარტიის მუშაობის სტილია. სრული ბოდვაა, რომ ნაციონალური მოძრაობა ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.

 

ქართულ ოცნებას მხოლოდ ტროლების ენით საუბარი შეუძლია, ხალხი სხვანაირად ფიქრობს.

 

რა თქმა უნდა, მონაწილეობას მივიღებთ და ეს არჩევნები ნაციონალური მოძრაობის სრული გამარჯვებით დასრულდება.

 

არჩევნებზე ბოიკოტის გამოცხადება ნიშნავს იმას, რომ ქართული ოცნება კვლავ ხელისუფლებაში დარჩეს, რასაც რა თქმა უნდა, არ გავაკეთებთ.

 

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა
2020-06-29პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა

 

მმართველ პარტიას ვურჩევ, თავი დაანებონ მსგავსი სისულელეების გავრცელებას, მშვიდად და წყნარად მოემზადონ ოპოზიციაში გადასასვლელად.

 

ქვეყანა უნდა განვითარდეს, უნდა მიეჩვიონ არამხოლოდ ხელისუფლებაში, არამედ – ოპოზიციაში ყოფნასაც.“ – ამბობს კობა ნაყოფია.

 

დღეს პარლამენტმა 117 ხმით 3-ის წინააღმდეგ საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“.

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური

0
კომენატარი - +

X