fbpx
11:21 | 2020-11-18 ავტორი: Prime Time

გამოსავალი იქნებოდა სამარშრუტო ტაქსების შეზღუდვა –  ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სრული „ლოქდაუნის“ წინააღმდეგ გამოდის

გამოსავალი იქნებოდა სამარშრუტო ტაქსების შეზღუდვა –  ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სრული „ლოქდაუნის“ წინააღმდეგ გამოდის

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი საქართველოში სრული „ლოქდაუნის“ გამოცხადებას საჭიროდ არ მიიჩნევს. როგორც ინფექციონისტმაპრაიმტაიმთან“ ინტერვიუში განაცხადა, კორონავირუსის შესაკავებლად ქვეყანაში წერტილოვანი შეზღუდვები უნდა დაწესდეს, რათა საქართველოს ეკონომიკა გადარჩეს.

 

მაია ბუწაშვილი: ქვეყნის სრული მასშტაბით კარანტინის გამოცხადებას არ ვემხრობი, რადგან აღნიშნულს ძალიან რთული შედეგები მოჰყვება. რეგიონებში ცალკეული წერტილოვანი შეზღუდვების მიღება აუცილებელი იქნება. ამასთან, საჭიროა აღსრულების მექანიზმის მოძებნაც, რათა დაწესებული რეგულაციები შესაბამისად გაკონტროლდეს. ამ ქვეყნისთვის კიდევ ერთი სრული „ლოქდაუნი“ ნამდვილად დამღუპველი იქნება.

 

– რა სახის რეგულაციები უნდა დაწესდეს წერტილოვანი შეზღუდვების პირობებში?

 

– ტრანსპორტის გადაადგილება, სავარაუდოდ, ყველაფერს გააჩერებს. აქ ლაპარაკი არის თავშეყრის ადგილების აკრძალვაზე. თავყრილობა არის ვირუსის გავრცელების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი. უნდა მოიძებნოს კანონის აღსრულების მექანიზმები, რადგან არაერთი რეგულაცია არსებობს, რომელიც არ სრულდება.

 

– საზოგადოებირვი ტრანსპორტი ვირუსის გავრცელების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. მიგაჩნიათ თუ არა საჭიროდ მისი შეზღუდვა?

 

– გამოსავალი იქნებოდა ავტობუსების დამატება და შეიძლება, სამარშუტო ტაქსების შეზღუდვა, რადგან იქ ყველაზე მარტივად ვრცელდება ვირუსი. სამარშუტო ტაქსებში დისტანციის დაცვა შეუძლებელია. დიდი სივრცის მქონე ტრანსპორტის დამატება იქნებოდა გამოსავალი.

 

– გუშინ პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ჯანდაცვის ექსპერტებს, ინფექციონისტებს შეგხვდათ. რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს ხელისუფლება ვირუსის გავრცელების შესაკავებლად?

 

– ჯერჯეორბით, კონკრეტულ შეზღუდვებზე ლაპარაკი არ ყოფილა. მაქსიმალურად იქნება მოწოდებები სავადმყოფოებისთვის, რომ პაციენტების მიღების კრიტერიუმები გამკაცრდეს და სწორად მოხდეს პაციენტების ჰოსპიტალიზაცია. ნებისმიერი ადამიანი, ვისაც დაუდასტურდება კოვიდი, კლინიკაში არ უნდა მოთავსდეს.

 

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X