18:28 | 2021-09-11 ავტორი: Prime Time

“გამორიცხულია!” – რას ამტკიცებს გია ხუხაშვილი გახარიას შესახებ

“გამორიცხულია!” – რას ამტკიცებს გია ხუხაშვილი გახარიას შესახებ

“გამორიცხულია!” – ასე პასუხობს პოლიტიკის ექსპერტი, გია ხუხაშვილი “პრაიმტაიმის” კითხვას, ხომ არ არის პარტია “საქართველოსთვის” დამფუძნებელი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ნარკოტიკების მომხმარებელი.

 

ჟან-პოლ ბელმონდოს ბობოქარი ცხოვრების დეტალები - სასიყვარულო ისტორიების საგა და მომხიბვლელი შვილები
2021-09-11ჟან-პოლ ბელმონდოს ბობოქარი ცხოვრების დეტალები - სასიყვარულო ისტორიების საგა და მომხიბვლელი შვილები

 

აღსანიშნავია, ხუხაშვილი გახარიასთან დაახლოებული პირია და სწორედ, მან შემოიყვანა ექსპრემიერი პოლიტიკურ ავანსცენაზე, ამიტომ ექსპერტს განმარტებაც ვთხოვეთ, რატომ არის ამ საკითხში ასე დარწმუნებული:

 

“ეს გამორიცხულია, თვითონაც მშვენივრად იციან. თვითონ ჰყავდათ ორჯერ პრემიერ-მინისტრად დანიშნული, ნარკომანი დანიშნეს? თუ ეჭვი ჰქონდათ, რომ ნარკომანი იყო, პრემიერ-მინისტრად ირჩევდნენ? ეს არის სახელმწიფო? ეს ყველაფერი არის ბინძური თამაში, ამით არაფერი არ გამოუვათ”,- გვითხრა ხუხაშვილმა.

 

შეგახსენებთ, დედაქალაქის მერი კახა კალაძე გამოვიდა ინიციატივით, თბილისის ყველა მერობის კანდიდატმა ნარკოტესტი ჩააბაროს, ამ მხრივ განსაკუთრებული აქცენტი ექსპრემიერ გიორგი გახარიაზე კეთდება, რომელიც განმარტავს, რომ ნარკოტესტს მოუცლელობის გამო, ვერ ჩააბარებს.

 

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

 

ასევე წაიკითხეთ სხვა სიახლეები და სტატიები ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X

error: Content is protected !!