01:33 | 2020-08-05 ავტორი: სალომე ნეფარიძე

გამომიგზავნეთ ფორმა №100 და გაჩუქებთ ჩემს ორ წამალას – ხათუნა ჟორდანია ონკოლოგიურ პაციენტებს მიმართავს (ვიდეო)

გამომიგზავნეთ ფორმა №100 და გაჩუქებთ ჩემს ორ წამალას – ხათუნა ჟორდანია ონკოლოგიურ პაციენტებს მიმართავს (ვიდეო)

ხათუნა ჟორდანია, რომელიც ფილტვის კიბოს ებრძვის, „ფეიბუქგვერდის“ საშუალებით საკუთარ გულშემატკივრებს პირდაპირი ეთერით ეკონტაქტება.

 

ჟორდანიას თქმით, მას სიმსივნესთან მებრძოლი ძალიან ბევრი ადამიანი ეკონტაქტება და ეუბნება, რომ ეს ფორმატი მათ დაავადებასთან ბრძოლაში ეხმარებათ.

 

„აკრძალული მაქვს ამის თქმა“ - რას გეგმავენ ნინის მეგობრები ხათუნა ჟორდანიასთვის
2020-07-14„აკრძალული მაქვს ამის თქმა“ - რას გეგმავენ ნინის მეგობრები ხათუნა ჟორდანიასთვის

 

როგორც ჟორდანიამ აღნიშნა, მომავალში, როდესაც ის სიმსივნეს სრულად დაამარცხებს, შესაძლოა ფონდიც შექმნას, თუმცა მანამდე, იმ ადამიანებს, ვისაც მედიკამენტები სჭირდება, ექიმის დანიშნულების საფუძველზე 2 სახეობის წამლის ჩუქებას დაპირდა.

 

„ვინც გამომიგზავნის ფორმა 100-ს ექიმის ხელმოწერას, რომ ეს წამლები ნამდვილად სჭირდება ვინმეს, დიდი სიამოვნებით გამოგიგზავნით ჩემს ორ წამალს რომელიც სახლში მაქვს“, – ამბობს ხათუნა ჟორდანია „ფეისბუქლაივში“

 

 

Posted by ხათუნა ჟორდანია on სამშაბათი, 04 აგვისტო, 2020

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები