14:48 | 2020-04-01 ავტორი: Prime Time

გამოკეტილი ვარ სახლში, არავის ვუშვებ სტუმრად – როგორ იცავს თავს ვირუსისგან ხათუნა ჟორდანია

გამოკეტილი ვარ სახლში, არავის ვუშვებ სტუმრად – როგორ იცავს თავს ვირუსისგან ხათუნა ჟორდანია

მსოფლიო ახლა კორონავირუსის ეპიდემიას ებრძვის. მათ შორის საქართველო.

 

ვირუსისგან თავის ასარიდებლად სოციალური დისტანციის დაცვა და ჰიგიენის ნორმების შესრულებაა აუცილებელი.

 

ჰიგიენის ნორმების და სოციალური დისტანციის გარდა, რაც ოფიციალურად არის დადასტურებული, ეს არის ის, რომ ვირუსი განსაკუთრებით საშიშია ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისთვის.

 

„პრაიმტაიმი“ ქართველ მომღერალს ხათუნა ჟორდანიას დაუკავშირდა და შეეცადა მისგან გაერკვია, როგორ იცავს მისი ოჯახი თავს ვირუსისგან. ხათუნა რამდენიმე თვეა ვერაგ დაავადებას – სიმსივნეს ებრძვის.

 

ხათუნა ჟორდანია: გამოკეტილი ვარ სახლში, არც არავის ვუშვებ სტუმრად და ჩვენც არსად მივდივართ.

 

მძიმე ქრონიკული დაავადება მაქვს და ნამდვილად არ შეიძლება, ვინმესგან ვირუსი გადმომედოს. შესაბამისად მკაცრად ვიცავ ყველა რეკომენდაციას.

 

– ზურა და თქვენი შვილები თქვენთან ერთად არიან?

 

– ნინი არ არის საქართველოში, ანასტასია მეგობართან გავუშვით წავკისში. მე, ზურა და ბავშვების ძიძა ვართ სახლში.

 

არაჩვეულებრივი ქალბატონია, მკაცრად იცავს წესებს. პროდუქტებზე ის გადის, შემოსასვლელში იხდის ფეხსაცმელს. უკეთია პირბადე და ხელთათმანები. გიჟებივით ვიბანთ ხელებს და ვიცავთ რეკომენდაციებს.

 

– ქალბატონო ხათუნა, ყველასთვის ცნობილია, რომ თქვენი დიაგნოზის გამო, ისრაელში დადიხართ სამკურნალოდ. პანდემიამ შეაფერხა თქვენი მკურნალობა?

 

– ღმერთის წყალობით ისრაელში მკურნალობა დამთავრებული მქონდა, როცა ეს ყველაფერი დაიწყო.

 

იქ ჩასატარებელი 6 ქიმიოთერაპია უკვე გავიკეთე და ახლა ხეჩინაშვილის კლინიკაში ვაგრძელებ მკურნალობას. ხშირად მნახავთ საავადმყოფოში.

 

– ზოგადად, ქვეყანაში შექმნილ სიტუაციას როგორ შეაფასებთ?

 

– მე რასაც ვუყურებ, არცერთ ქვეყანას ასე მიზანმიმართულად და კარგად არ უმოქმედია ამ ვირუსთან ბრძოლაში, ყველაფერი მაქსიმალურად კარგად გააკეთა, როგორც ხელისუფლებამ, ასევე – ექიმებმა.

 

 

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X