16:07 | 2020-05-24 ავტორი: ლიზი მეტრეველი

გამოგვეკიდა მე და ჩემს შვილს, მგონი ნაჯახით – ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე

გამოგვეკიდა მე და ჩემს შვილს, მგონი ნაჯახით – ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე

ძალადობაში ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე ნეკა დოროყაშვილი “კურიერთან” საუბრისას აცხადებს რომ კონფლიქტში ყოფილი მამამთილიც ჩაერია.

 

ნეკა დოროყაშვილის თქმით, მას ყოფილი მამამთილი მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით გარკვეული საგნით გამოეკიდა.

 

დოროყაშვილი ვარაუდობს, რომ საგანი, რომლითაც გამოეკიდნენ სავარაუდოდ  ნაჯახი იყო.

 

„სასამართლოში ყალბი ვიდეოები წარადგინა
2020-05-24„სასამართლოში ყალბი ვიდეოები წარადგინა" - რატომ უჩივლა ბასილაშვილის ყოფილმა ცოლმა დედამთილს სასამართლოში

 

“ჩემს დანახვაზე, როცა მივაკითხე ჩემს შვილს, არ ვიცი რა მოუვიდა, მთვრალი იყო თუ რა სჭირდა არ ვიცი, გამოგვეკიდა მე და ჩემს შვილს რაღაცა იარაღით.

 

თვითონ იძახის, რომ ეს იყო გიტარა, თუ რაღაც.

 

მე ვერ ვადასტურებ რა იყო, იმიტომ, რომ რაღაც დიდი ტარი ჰქონდა, მე მგონი იყო ნაჯახი.

 

მე არც მახსოვს ეს დეტალები, ბავშვი მეჭირა ხელში და გამოვიქეცი.

 

ერთი ის მახსოვს, რომ რაღაც მანქანაში ჩავჯექი. კონკრეტულად დეტალებს ვერ ვიხსენებ. მამა გამომეკიდა რაღაცა საგნით, რა საგანი იყო არ ვიცი, ჰქონდა ძალიან დიდი ტარი” – აღნიშნა ნეკა დოროყაშვილმა.

 

100 000 ლარი თავისუფლებისთვის - ნიკოლოზ ბასილაშვილს გირაო შეეფარდა
2020-05-24100 000 ლარი თავისუფლებისთვის - ნიკოლოზ ბასილაშვილს გირაო შეეფარდა

 

ცნობილი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი საპყრობილეს მალე გირაოთი დატოვებს. ის ბრალს არ აღიარებს და მალე გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდება. პროცესი ცოტა ხნის წინ საქალაქო სასამართლოში დასრულდა.

შეგახსენებთ, 22 მაისს, ბასილაშვილი ყოფილ მეუღლეზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

ავტორი: ლიზი მეტრეველი

0
კომენტარი - +