21:11 | 2020-09-08 ავტორი: Prime Time

გამოძიება მკვლელობის ვერსიაზე მუშაობს და შესაძლოა, გარკვეულ პიროვნებებამდე მივიდეს – ადვოკატი

გამოძიება მკვლელობის ვერსიაზე მუშაობს და შესაძლოა, გარკვეულ პიროვნებებამდე მივიდეს – ადვოკატი

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიშვილის ოჯახი ითხოვს საქმეში FBI-ის ექსპერტები ჩაერთონ,- ეს გადაწყვეტილება ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა გაასაჯაროვა.

 

როგორც რამიშვილმა თბილისის პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს საკითხი სამართლიანობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, რათა კითხვის ნიშნები არ დარჩეს.

საკმაოდ საშიშ საქმიანობასთან ჰქონდა შეხება - ადვოკატის ახალი ვერსია ბაჩალიაშვილზე
2020-09-04საკმაოდ საშიშ საქმიანობასთან ჰქონდა შეხება - ადვოკატის ახალი ვერსია ბაჩალიაშვილზე

 

„თავიდანვე ვამბობდი, რომ არ შეიძლება მხოლოდ ვერსიების არსებობა, ვერსიებთან ერთად უნდა მუშაობდეს გამოძიებაც, რომ მტკიცებულების მოპოვება მიმდინარეობდეს და ეს მტკიცებულებები იმ ვერსიებს უნდა ემსახურებოდეს და ამყარებდეს თვალსაზრისებს, რათა შემდეგ ეს ვერსიები კვალიფიკაციის თვალსაზრისით არსებობდეს”,- განაცხადა რამიშვილმა.

 

მისი თქმით, გამოძიება მკვლელობის ვერსიაზე და ამ კუთხით მტკიცებულებების მოპოვებაზე მუშაობს. როგორც ის აცხადებს, ამ პროცესში, შესაძლოა, გამოძიება გარკვეულ პიროვნებებამდე მივიდეს, რაც გარემოებებს შეცვლის.

 

თამარ ბაჩალიაშვილის საქმე

 

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა. ოჯახის წევრების განცხადებით, ის საკუთარი მანქანით ქვემო ფონიჭალიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა.

 

საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობდა. 24 ივლისს საქმეს კიდევ ერთი კვალიფიკაცია თვითმკვლეოობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

 

დაკარგვიდან 5 დღის შემდეგ, ბაჩალიაშვილი საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. მანქანა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მაგისტრალიდან 100-200-მდე მეტრის დაშორებით, ბუჩქნარში იყო გაჩერებული.

 

ადვოკატის ინფორმაციით, გარდაცვლილის მანქანაში იპოვეს მისი ტელეფონი, რომელიც გამორთული იყო და ამოიღეს სხვადასხვა მედიკამენტიც.

 

სოციალურ ქსელებში და მედიაში გაჩნდა კითხვები ბაჩალიაშვილის სამსახურთან დაკავშირებით.

 

ბაჩალიაშვილს LinkedIn-ის თანახმად, დეველოპერად ორ კომპანიაში, ზეგ-სა და ავსტრიულ Spryflash-ში მუშაობდა. დირექტორი ამტკიცებს, რომ ბაჩალიაშვილის გარდაცვალება ზეგ-ში საქმიანობას არ უკავშირდება.

 

 

ავტორი: Prime Time

X

error: Content is protected !!