
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი საქმეში ჩადებულ რამდენიმე ჩვენებაზე საუბრობს.
როგორც იგი ამბობს, ბაჩალიაშვილის მეგობარმა, დეა კაპანაძემ ჩვენება რამდენჯერმე შეცვალა. მისივე თქმით, ჩვენებები და ის, რასაც დეა ტელევიზიებთან ლაპარაკობს, ურთიერთგამომრიცხავია.
კითხვაზე, უნდა დაინტერესდეს თუ არა გამოძიება დეა კაპანაძით, რამიშვილმა უპასუხა:
„რა თქმა უნდა. რატომ არის, რომ დეა თავს არიდებს კითხვას. რატომ უჩნდებათ მშობლებს გარკვეული კითხვები? გამოძიება თავიდანვე თვითმკვლელობის ვერსიაზე აპირებდა მუშაობას. ყველა მტკიცებულებას აქვს შესაბამისი ფორმა. აქედან გამომდინარე, ნათლად ჩანს, რომ გამოძიება ცდილობს თვითმკვლელობის ვერსია გაამყაროს დეა კაპანაძის და გარკვეული პირების ჩვენებით“,- აცხადებს მიხეილ რამიშვილი.
თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმე
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს 18 ივლისიდან ეძებდნენ. ახალგაზრდა ქალი თბილისში სახლიდან საკუთარი ავტომობილით გავიდა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა. მისი მანქანა გუშინ, 22 ივლისს თეთრიწყაროს ტყეში მწყემსმა იპოვა.
პოლიტიკოსების და ექსპერტების შეფასებები
- ეს ტრაგედია ოჯახს ცდება, ეს ქვეყნის ტრაგედიაა – გიორგი გახარია თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს უსამძიმრებს